რუსოფობია არა მარტო აბრმავებს, არამედ აყრუებს კიდეც! – რადიომიმღების გამომგონებელი რუსი იყო

გუშინ, 13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნა და ქართულმა მასმედიამ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კიდეც. მაგრამ არც ერთ მათგანს, იქიდან გამომდინარე, რომ “რუსეთი ოკუპანტია”, არ აღუნიშნავს, რომ რადიოს პირველი გამომგონებელი, რუსი ალექსანდრ პოპოვი ჰყავს.

სწორედ ალექსანდრ პოპოვმა პირველმა, 1895 წლის 7 მაისს მოახდინა რადიომიმღების დემონსტრირება. მანვე განახორციელა რადიოტელეგრაფიის პირველი ცდა 1896 წლის 24 მარტს, რის შედეგადაც რადიოგრამა გააგზავნა. ყველაფერი ეს მოხდა იტალიელი მარკონის და გერმანელი ჰერცის მიერ წარმოდგენილ საპატენტო განაცხადებზე ბევრად უფრო ადრე. პოპოვის რადიოგადამცემები ფართოდ გამოიყენებოდა საზღვაო ხომალდებზე.

რა თქმა უნდა, მეცნიერმა, ფიზიკოსმა პოპოვმა რადიო ცარიელ ადგილზე არ შექმნა და გამოიყენა თავის ეპოქაში დაგროვილი ცოდნა, ისევე, როგორც პოპოვის დასავლელმა კოლეგებმა გამოიყენეს მისი მიღწევები. მეცნიერება ყოველთვის ინტერნაციონალურია, იგი ვერასოდეს ჩაიკეტება “ეროვნულ” ნაჭუჭში!

რუსოფობებს რადიო უმეორებს: რუსოფობია არა მარტო აბრმავებს, არამედ აყრუებს კიდეც!

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება