დავით გარეჯიდან ყურადღების გადატანის საშუალება – რუსეთის “კიბერშეტევები”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარშანდელი თოვლი – 28 ოქტომბრის კიბერშეტევები გაიხსენა მაინცდამაინც დღეს, როდესაც სოციალურ ქსელებში ხალხი დავით გარეჯის ბედს განიხილავს და ოფიციალურად განაცხადა (ხაზგასმა ციტატში ჩვენია – “ნიუსფრონტი”):

დავით გარეჯიდან ყურადღების გადატანის საშუალება - რუსეთის "კიბერშეტევები"

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და  სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების  ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით  და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ” – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომელსაც უნისონში აჰყვნენ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და ხალხზე დაუღალავად მზრუნველი სხვა ინსტიტუციები.

გაოცებას არ იწვევს, რომ “დამნაშავედ” ისევ რუსეთი და მისი სამხედრო მანქანა გამოცხადდა, რადგან “საერთაშორისო პარტნიორებს” ეს ასე აწყობთ და სწორედ მათ დაადგინეს ეს “ჭეშმარიტება”. მომენტიც შერჩეულია – დავით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს ოფიციალურად უნდა დაუთმონ.

ბუნებრივია, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები ასევე ოპერატიულად გამოეხმაურნენ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. სავარაუდოდ, რუსეთზე ყურადღების გადატანის დამკვეთები სწორედ ამ საელჩოებში სხედან.