ქართველების გაბრიყვება – ბერთუბანი ბაქოში “მეგობრობის” გამოფენის სანაცვლოდ

საქართველოს მთავრობა, რომელიც თავს ისულელებს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ ვითომ მოწყობილ კიბერ-შეტევებზე საუბრობს, ხმას არ იღებს დავით გარეჯის ნაწილის (კერძოდ, სულ ცოტა, ბერთუბნის) აზერბაიჯანისთვის ფორსირებული დათმობის თაობაზე.

ქართველების გაბრიყვება - ბერთუბანი ბაქოში "მეგობრობის" გამოფენის სანაცვლოდ

ნაცვლად ამისა, სამინისტროს ცნობით, ბაქოში 19 თებერვალს მოეწყო გამოფენა საქართველო-აზერბაიჯანის “მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის” თაობაზე. ღონისძიებას ელჩი ზურაბ პატარაძე დაესწრო.

“გამოფენა ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას თაობიდან-თაობამდე, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს. გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. ელჩმა აღნიშნა, რომ  კულტურა და ხელოვნება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ხალხთა დაახლოების პროცესში და საქართველოს საელჩოს მიზანს წარმოადგენს შეიტანოს საკუთარი წვლილი მეგობრობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ მხატვრებს, რომლებმაც ფერწერულ ტილოებზე გულწრფელად ასახეს საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები საქართველოზე.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, შესაბამისი დიპლომები გადასცა გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა ავტორებს” – იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.