უცხოური სექტები მალე ქართულ მიწებს დაეპატრონებიან

დასავლური გრანტებით მხარდაჭერილი ვაი-ქართული ორგანიზაციები აგრძელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილებს და კონსტიტუციით მანიპულირებას. მათ 2018 წელს უკვე მიაღწიეს უცხოური რელიგიური ორგანიზაციებისთვის (ძირითადად, ამერიკულ-ევროპული სექტებისთვის) ქონებრივ საკითხებში უპირატესობების მოპოვებას, ახლა კი ქართულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მიადგნენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ საქართველოს და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის დასასუსტებლად.

ე. წ. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ფეისბუკ-გვერდზე ვკითხულობთ (ხაზგასმები ჩვენია – “ნიუსფრონტი-საქართველო”):

⚖️20 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. სასამართლომ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

📃2019 წელს რელიგიურმა ორგანიზაციებმა სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართალოს და მოითხოვეს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს.

აღნიშნული ნორმები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს უფლებას: 1. გახდნენ სახელმწიფო ქონების შემძენნი; 2. საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სასყიდლით და უსასყიდლოდ; 3. სახელმწიფოსაგან მიიღოს ქონება ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის (გაცვლის) სანაცვლოდ. კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კი ეზღუდებათ უფლება, უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

📌კანონი ყველა ამ უფლებით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უშვებს.

იხ. სარჩელი https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1410

⚖️შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გართიანებების სარჩელი, დაადგინა დისკრიმინაცია და არაკონსტიტუციურად ცნო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6³ მუხლის 1-ლი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვისhttps://bit.ly/37NnmzP

💼 რელიგიური გაერთიანების ინტერესებს სასამართლოში იცავენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება