ამის იმედი გვქონდა და თვითონ სამკურნალო ყოფილა – ლუგარის ლაბორატორიაში ანტირუსული ვირუსი გამოიგონეს

პაატა იმნაძე, ე. წ. ლუგარის ლაბორატორიის დირექტორი და შეთავსებით პიარ-მენეჯერი შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სიფხიზლე გამოიჩინეს და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო რეისზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოუძახეს, როდესაც სურდოთი და ხველებით დაავადებული აღმოსავლური გარეგნობის (სავარაუდოდ ჩინელი) ადამიანები დააფიქსირეს.

ექიმობაზე პრეტენზიის მქონე პაატა იმნაძე, რომელიც ლაყაფში უფროა დახელოვნებული, ვიდრე მედიცინაში, ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა:

“უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია” – წერს იგი თავის “ფეისბუკ”-გვერდზე.

დამნაშავე, გამოდის, რომ ისევ რუსეთია! სინამდვილეში კი ეს პაატა იმნაძის მძიმე დიაგნოზია!

შესაბამისად გამოეხმაურნენ მოქალაქეები ჩვენს “დოხტურს”:

Marine Nakashidze და თუ ვირუსი გავრცელდა ვინ აგებს პასუხს?ეს სამარცხვინო კი არა საჭირო სიფრთხილის ზომებია.სამარცხვინოს აქ ვერაფერს ვხედავ.თვითონ ჩინელებმა შეუქმნეს მსოფლიოს ეს პრობლემა.რა სირცხვილზეა საუბარი ,როცა ამოდენა ხალხი დაიხოცა.

ლაშა ჩხობაძე ჩინელებზე დარდს შეეშვი და სკაუთარ ერზე იზრუნე. რა ქსენოფობია და ბულინგი? მერამდენედ უნდა გააკეთო მსგავსი არაადეკვატური განცხადება?

ნი ნა ჯერ ერთი რომ თქვენ საქმეს მიხედეთ და რაც გაკისრიათ ის აკეთედ.რუსეთი ნუ კი გელანდებათ საკუთარ თავს მიხედეთ და მეორე ბულინგი საერთოდ არ არის ქართული სიტყვა და ქართულად ჩაგვრას ნიშნავს.თქვენ რას გვირჩევთ სახლში მოვიპატიჟო სულ ერთია ჩინელი იქნება რუსი თუ ამერიკელი კორონავირუსიანი და მე ვუმკურნალო?თვენ იყავით რომ გაკიოდით არ არის საშიშიო ეხლა სხვანაირად ჭიკჭიკებთ და რომ დაუდგინდეთ კორონა თქვენ აგებთ პასუხს?თქვენ ვისი აგენტი ხართ ოს ვერ გავარკვიე მე პირადად ხან რას ჭიკჭიკებთ ხან რას.

Eliso Akhaladze თქვენისთანა ხალხის ხელში რომ ვართ ამიტომ.წყდება ქართველი ხალხი სხვადახხვა ვირუსებით …

გიორგი მჭედლიშვილი ჩვენ რომ ნორმალირი ქვეყანა გვქონდეს ასეთი განცხადების გამო მინიმუმ უშიშროებაში დაგიბარებდნენ . საკუთარზე არ ზრუნავს და გაციებულ ჩინელებზე რომლებიც სავარაუდოდ სიკვდილის ვირუსის მატარებლები არიან იმათზე დარდობს !! პოტენციური მსხვრპლები ვართ ამნაირების ხელში.

Levan Kikilashvili ჩინელების ვითომ- ბულინგზე უფრო დარდობ???? მოსახლეობა ასეთ სიფრთხილეს რო იჩენს უნდა გიხაროდეს რა რუსული სპეცნაზი. ან რა იცი რომელი ჩინელი რამდენი ხნის გამოსულია ჩინეთიდან.

ვახო წერეთელი “ქსენოფობია და ბულინგი” – ამ სიტყვებმა სულზე მოგისწროთ თორემ ისე აზრს როგორ გადმოსცემდით…

Nika Chartolani პროფესორის ხარისხი ქსენოფობიის ხაზით დაიცავით?
“ქსენიფობია-ბულინგი, ბულინგი-ქსენოფობია” დაავადებათა კონტროლი და იხვის ტოლმა ერთია თქვენთვის აბა.

 

ვფიქრობთ, ეს საკმარისად ასახავს იმ ზღვა მასალაში გადმოცემულ განწყობას, რომელიც ხალხს აქვს. ასეთი სამარცხვინო ფსევდოექიმებისგან გასაწმენდია საქართველო, ვირუსებთან ერთად!

კომენტარები:

კომენტარის დამატება