იტალიიდან ტომ კრუზიც გაიქცა, ფილმის “მისია შეუსრულებადია” გადაღება გადადებულია

იტალიის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობით იქცევა და თავად ურჩევს ყველა სტუმარს, თავი შეიკავონ კორონავირუსით მოცულ ქვეყანაში ზედმეტი აქტიურობისაგან. საქართველოს ხელისფულება კი ისევ ჯიუტად არ წყვეტს იტალიასთან საჰაერო კავშირს.

 

ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი იტალიაში ფილმის გადაღებაზე არ ჩავიდა, რომელშიც თავად ასრულებს მთავარ როლს. ფილმის, “Mission Impossibile”-ს დასკვნითი ეტაპის გადაღებები 3 კვირის მანძილზე  ვენეციაში იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის 200 შემთხვევის დაფიქსირების გამო გადაიდო. ეს ციფრი აზიის გარეთ დაფიქსირებულ შემთხვევებში, ყველაზე მასშტაბურია.

ფილმის პროდიუსერების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ვენეციის მთავრობის რჩევებს ითვალისწინებენ და უარს ამბობენ ამ ეტაპზე გადაღებების გაგრძელებაზე.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება