ყირიმელებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს უპასუხეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოწოდება, რუსეთის მხრიდან ყირიმის “ოკუპაციის” დასრულების შესახებ, უკმაყოფილებას იწვევს თავად ყირიმელებში.
რუსეთი პომპეოს ყირიმის პარლამენტის დონეზე გამოეხმაურა. ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დიპლომატიისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, იური გემპელმა სიმფეროპოლში “რია ნოვოსტისთან” საუბარში განაცხადა:
“დროა, პომპეომ შეწყვიტოს ყირიმის რუსული სტატუსით სპეკულირება, რუსეთის სწავლება, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა. დროა, გამოიჩინოს პოლიტკორექტულობა და დიპლომატიურობა, ნაცვლად იმისა, რომ ეცადოს, ხელჰყოს რუსეთის ფედერაციის ერთიანობა”.
გემპელის თქმით, ყირიმი რუსეთში სამუდამოდ დაბრუნდა და ამ ფაქტს ვერავინ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში, ყირიმში საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურდა რუსეთის ფედერაციაში ყირიმის დაბრუნება.

კომენტარები:

კომენტარის დამატება