იტალიიდან მომდინარე საფრთხეზე ხმა მარტო “ნიუსფრონტმა” ამოიღო; შედეგი სახეზეა

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი არაკომპეტენტური წევრისა და მთლიანობაში, დასავლეთისადმი მონური კურსის გამო, საფრთხეში ჩავარდა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არც ჯანდაცვის სამინისტრომ, არ გამოაცხადეს ოფიციალურად,  რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ იტალიაში მოგზაურობისაგან კორონავირუსის მოჭარბებული საფრთხის გამო. აქამდე იტალიის ქალაქებთან არც საჰაერო მიმოსვლა იყო შეზღუდული. შედეგიც გვაქვს – კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში სულ რამდენიმე დღის წინ გაფრინდა და მალევე დაბრუნდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ფაქტი მოხდა მთავრობის პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო, როდესაც ევროკავშირის ქვეყანას – იტალიას, უბრალოდ ვერ გაუბედეს შეზღუდვების დაწესება და სიტყვით თქმა იმისა, რომ იტალიაში მოგზაურობა სახიფათოა.

ერთადერთი, ჩვენს გარდა, ვინც იტალიის საფრთხე ახსენა, ბატონი ამირან გამყრელიძეა, თუმცა მანაც ცოტა მოგვიანებით გააკეთა ეს განცხადება და ისიც არასაკმარისი აღმოჩნდა მთავრობისათვის.

გასაგებია, რომ საქართველო სუსტი, მცირე ქვეყანაა, მას უკვე დიდი ეკონომიკური ზარალი ადგება ჩინეთთან და ირანთან შემოღებული მიმოსვლის გაუქმების მიზეზით, მაგრამ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური მაჩვენებლები? ჩინეთიც და ირანიც ხომ გაგებით ეკიდებიან საქართველოს მიერ გატარებულ ზომებს, მაშ, რატომ არ შეიძლებოდა, იგივე ზომები გატარებულიყო იტალიასთან მიმართებით?!

“ნიუსფრონტი – საქართველო”

კომენტარები:

კომენტარის დამატება