სტოლტენბერგის უნიჭო ინტრიგა – ერდოღანი ანკესს არ წამოეგო

სირიაში მიმდინარე ომის გამო, სადაც თურქეთი არალეგიტიმურ მებრძოლებს, ფაქტობრივად, ტერორისტებს უჭერს მხარს იდლიბის პროვინციაში, ხოლო სირიის რესპუბლიკის კანონიერი ჯარები, რუსეთის ავიაციის და ინსტრუქტორების დახმარებით ამ ტერორისტებს ანადგურებს, ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

AFP-ის ფოტო, რუსი სამხედროები იდლიბის პროვინციაში, სირია. 

დღეს რუსეთის საავიაციო ძალების დარტყმის შედეგად, 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 32 დაჭრილია და გადის მკურნალობას. ეს სამხედროები სირიის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის დარღვევით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმყოფებიან, ფაქტობრივად სირიის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას ახორციელებენ. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გამწარებულია, მისი დამპყრობლური გეგმები სირიასთან მიმართებით ჩაიფუშა. სავარაუდოდ, თურქეთი სამხედრო პასუხს გასცემს სირიის არმიას, რადგან რუსეთს ბევრს ვერაფერს დააკლებს, რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე თურქეთი.

საინტერესოა, რომ თურქული ოფიციალური წყაროები ლაპარაკობენ არა რუსეთის მიერ განხორციელებულ შეტევაზე, არამედ მომხდარს “რეჟიმის მიერ” განხორციელებულ “ვერაგულ თავდასხმას” აბრალებენ.

ამ ფონზე კომიკურად ჩანს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ “ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სირიიდან მომდინარე სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას”. ეს სხვა არაფერია, თუ არა თურქეთის გაქეზების მცდელობა, რადიკალურად დაუპირისპირდეს უძლეველ რუსულ სამხედრო მანქანას. ნატოს “მხარდაჭერა” რაც არის, ამას კარგად ხედავენ უკრაინა, საქართველო, შეშინებული “პრიბალტიკა” და ახლა თურქეთმაც ნახა.

ამიტომ, ერდოღანმა უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ეს პრიმიტიულ სტოლტენბერგს სურდა: მან რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს დაურეკა და პრობლემა მასთან განიხილა. ორი სახელმწიფოს ლიდერი შეთანხმდა, რომ შეხვედრას უმოკლეს ხანში გამართავენ.

კომენტარები:

კომენტარის დამატება