სიკვდილი “ნარკობარიგებს” – აფხაზეთი საქართველოს მაგალითს აძლევს

სოროსის და ამერიკის საელჩოს მიერ დასაჭურისებული ჩვენი პოლიტბომონდი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გაბედავს მსგავს ცვლილებებს ქვეყანაში, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი ერის გადასარჩენად. მაგრამ ინფორმაციის გავრცელების უფლება ხომ გვაქვს, მით უმეტეს, სოროსისტულმა “იპნ”-მ უკვე გაავრცელა:

1-ლი მარტიდან აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ „სპუტნიკს“ დე ფაქტო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა დიმიტრი დბარმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს ნორმა ჯერ კიდევ პირველ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო.

„ეს გაკეთდა იმიტომ, რომ მინისტრთა კაბინეტს განესაზღვრა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შესახებ გაგება, რათა ეს ნორმა არ შეხებოდა მომხმარებლებს, არამედ მხოლოდ გამავრცელებლებს. პარლამენტმა მიიღო დადგენილება, მინისტრთა კაბინეტისადმი მიმართვა ამ განსაზღვრებაზე ემუშავათ, მაგრამ მათ ეს დღემდე არ გააკეთეს“, – აღნიშნა დბარმა.

მისი თქმით, ეს კანონი მიმართულია ნარკოტიკის გამავრცელებელთა საქმიანობის აღკვეთისკენ.

კომენტარები:

კომენტარის დამატება