რუსეთი თურქეთს სირიაში ფრთებს უკვეცავს

მას შემდეგ, რაც გუშინდელი დღის მანძილზე თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური იერიში მიიტანეს სირიის კანონიერ ჯარებზე, სირიისვე ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ორი სირიული თვითმფრინავის ჩამოგდება (პილოტები კატაპულტის წყალობით გადარჩნენ), სირიის რესპუბლიკამ გადაწყვეტილება მიიღო, მთლიანად ჩაკეტოს საჰაერო სივრცე იდლიბის პროვინციაში. ამ ფაქტს რუსეთის მკაფიო გამოხმაურება მოჰყვა:

“რუსეთი თურქეთს სამხედრო ავიაციის ფრენების უსაფრთხოების გარანტიას ვეღარ მისცემს” – განაცხადა რუსმა სამხედრომ ოლეგ ჟურავლიოვმა, რომელიც სირიაში შერიგების ცენტრის ხელმძღვანელია.

ჟურავლიოვმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ სირია იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის ჩაკეტვის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს სირიაში განთავსებული აქვს ანტისაჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა C-400, ასევე თითქმის ყველა ტიპის სამხედრო თვითმფრინავი.

ამასობაში, თურქეთის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ტერორისტები ცდილობენ, ფეიკ-ნიუსების გავრცელებით მოიგონ პროპაგანდისტური ომი. რუსულმა და სირიულმა მხარემ უაჰყვეს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა, რომ თითქოს, თურქეთის არმიამ გაანადგურა რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავი Су-24 . ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომლის წყაროს ტერორისტები წარმოადგენენ, თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” იძულებული გახდა, ეს ინფორმაცია თავისი ვებ-გვერდიდან მოეცილებინა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება