ტრადიციული რუსეთი და “ანტიდისკრიმინაციული” საქართველო. როდემდე ვითმინოთ?!

საქართველოში მარტო გულზე მჯიღის ცემა მიდის, რომ ჩვენ “მართლმადიდებლები” და “ტრადიციულები” ვართ, მაგრამ რეალობაში მოქმედებს ანტიქრისტიანული და ანტიტრადიციული კანონმდებლობა, კონსტიტუციით დაწყებული და ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონით გაგრძელებული… რუსეთში სიტუაცია ამ მხრივ სხვაგვარად ვითარდება:

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რუსეთის კონსტიტუციაში ღმერთი იქნება მოხსენიებული.

ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული ათასწლიანი ისტორიით, წინაპრების მოგონებებს ინარჩუნებს, ასევე მათ მიერ გადმოცემულ იდეალებსა და ღვთის რწმენას,“ – წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად ქორწინება კაცისა და ქალი კავშირად განსაზღვრება.

პუტინმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ 13 თებერვალს გამოაცხადა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება