მასობრივი ჩხუბი თურქეთის პარლამენტში

თურქეთის მეჯლისში – პარლამენტში, გუშინ მასობრივ ჩხუბს ჰქონდა ადგილი. მიზეზი – ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავკაცის, ენგინ ოზკოჩის მხრიდან პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცყოფა. ოზკოჩის თქმით, ერდოღანის შვილებმა თავი აარიდეს სამხედრო სამსახურს.

ერდოღანი ოზკოჩის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართავს და მისგან კომპენსაციას მოითხოვს შეურაცხყოფის გამო. ამის შესახებ პრეზიდენტის ადვოკატმა ჰიუსეინ აიდინმა განაცხადა.

ჩხუბის ვიდეო:

კომენტარები:

კომენტარის დამატება