ქართველების გასაგონად!! -რა სკულპტურის ფონზე ელაპარაკა პუტინი ერდოღანს

ქართველების გასაგონად წერს ამას ჩვენი სააგენტო – მცირე დეტალი, რომელიც არც ისე მცირეა და საქართველოს ბედკრულ წარსულს მოგვაგონებს. წარსულს, როდესაც საქართველოს არ ეკუთვნოდა აჭარა ბათუმითურთ. რა შუაშია პუტინი და ერდოღანი? – მოგახსენებთ:

კრემლში გუშინ გამართულ მიღებაზე პუტინმა ერდოღანი მიიღო დარბაზში, რომლის ბუხარზეც დევს ძვირფასი საათი, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის გამოჩენილი ხუროთმოძღვრის, ევგენი ლანსერეს მინიატურული სკულპტურით მორთული. ლანსერეს ნამუშევარი ასახავს რუსეთის იმპერიის არმიის გმირულ ბრძოლას ოსმალებთან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 1877 წელს, კერძოდ, ბულგარეთში. სკუპლტურას ასე ჰქვია: “გადასვლა ბალკანეთზე”.
1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთმა იხსნა საქრისტიანო ბალკანეთი, ოსმალურმა თურქეთმა აღიარა რუმინეთის და სერბეთის დამოუკიდებლობა, შეიქმნა ბულგარეთის ავტონომია, რომელიც მალე დამოუკიდებელი გახდა, ქრისტიანები უფლებებით გაუთანაბრდნენ მუსლიმებს ოსმალეთის სხვადასხვა პროვინციებში.
საქართველოს, ამ ომის შედეგად (ბერლინის 1878 წლის კონგრესით დამტკიცებული) დაუბრუნდა აჭარა ბათუმითურთ და ისტორიული ტაო-კლარჯეთი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სკულპტურის ავტორი, რომლის წინაშეც პუტინმა ერდოღანი დასვა, 1920-იან და 1930-იანი წლების პირველ ნახევარში ტფილისში ცხოვრობდა და საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებაც მიიღო (1933 წელს).
პუტინის პროტოკოლმა ბრწყინვალედ იმუშავა. სიმბოლურად, გარკვეული დოზით, ამ ნამუშევარში საქართველოს ისტორიაც აისახა. უნდა გვახსოვდეს ეს ისტორია და მხოლოდ სააკაშვილის ავაზაკური პერიოდით არ უნდა გავზომოთ იგი, პერიოდით, როდესაც ყველაფერი გაკეთდა, ქართველების რუსების წინააღმდეგ განსაწყობად.
ვერ ეღირსებიან…

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება