ამერიკა-სოროსის თოჯინები გაერთიანდნენ, საქართველო კი დასავლეთის სანაგვედ იქცევა

მიღწეულია ე. წ. შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ორივე მხარე თვისობრივად ერთ, ლიბერალურ პლატფორმაზე დგას და ამერიკელი ჩინოვნიკებისა და ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ იმართება.

ეს ეხება უკლებლივ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ნათელაშვილის ოფისში მონაწილეობდა ამ ფარსში და ამერიკის ელჩის მითითებებს ელოდებოდა.

გასარკვევი რჩება, შესწევთ თუ არა ძალა ალტერნატიულ, მაგრამ დაქსაქსულ პოლიტიკურ პარტიებს, გაერთიანებებს, საიმისოდ, რომ წინ აღუდგნენ ლიბერალურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომელთა სტრატეგიული გეზი ერთია – უსასრულო და უშედეგო სწრაფვა ნატო-ევროკავშირისკენ, რუსეთთან დაპირისპირების გაგრძელება (ტერიტორიულ მთლიანობაზე უნაყოფო რიტორიკით), საეჭვო საკანონმდებლო ექსპერიმენტების გაგრძელება, ქრისტიანული ფასეულობების თანდათანობითი გაძევება სასწავლო დაწესებულებებიდან და, მთლიანად, საზოგადოების ცნობიერებიდან, ქვეყანაში წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე უარის თქმა, კაბალური ვალების აღების გაგრძელება, დემოგრაფიულ გადაგვარებასთან შეგუება და ყველაფერი სხვა, რაც კი ქვეყანას ღუპავს.

მეორეს მხრივ, დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ყველამ თავისი სახე გამოავლინა – ყველანი ერთნი ყოფილან.

ქართველი ხალხი ამათ ან საბოლოოდ გახვეტს წლევანდელ არჩევნებზე ან თავად დაიღუპება. 2024 წელი ვეღარ გვიშველის, მანამდე უკვე ყველაფერი მომთავრებული იქნება. კიდევ 4 წელი ლიბერალიზმი საბოლოოდ მოსპობს საქართველოს მიერ სუვერენიტეტის მოპოვებისა და განვითარების პერსპექტივებს, საქართველო ჩამოყალიბდება დასავლეთის დანამატად, პირდაპირ ვიტყვით – სანაგვედ, სადაც დასავლეთი თავის ფიზიკურ და ინტელექტუალურ ნაგავს მოუყრის თავს. ეს ტენდენცია უკვე კარგა ხანია, არსებობს, მაგრამ გაგრძელდება ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით.

 

გულბაათ რცხილაძე

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება