ვინ არიან ქართული წარმოების მესაფლავენი – თურქები თუ საკუთარი მთავრობა?

საქართველომ, 2007 წელს, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთს და საქართველოს შორის, რომელიც დღემდე ძალაშია. პირველ რიგში, ეს ურტყამს ადგილობრივ ბაზარს და სოფლის მეურნეობას, რადგან თურქეთს შეუძლია გაცილებით იაფად აწარმოოს პროდუქტი, თანაც უხარისხოდ, მაგრამ რადგან საქართველოში გაჭირვებაა, ამიტომ ხალხი უფრო იაფ პროდუქციას ყიდულობს. ვერ იქმნება სამუშაო ადგილები. ადგილობრივი ბიზნესმენები არ ჩადებენ ფულს იმ წარმოებაში, რომელიც ვერ გაუწევს კონკურენციას თურქულ იაფფასიან იმპორტირებულ პროდუქტებს.

რამხელა ზარალს აყენებს ქართულ ეკონომიკას თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება?!

ეს ხელშეკრულება არაპრპორციულად მოქმედებს, რადგან ექსპორტი ყოველწლიურად თითქმის შვიდჯერ ნაკლებია თურქულ იმპორტზე და გამოდის, რომ ყოველწლიურად საშუალოდ 1 მილიარდ დოლარ სუფთა ზარალს ვნახულობთ. მაგალითად, 2018 წელს თურქეთიდან 1,4 მილიარდი დოლარის პროდუქცია შემოვიდა იმპორტით, ხოლო აქედან ექსპორტზე მხოლოდ 200 მილიონის პროდუქცია გავიდა, რამაც 1,2 მილიარდი დოლარი გვაზარალა. ამხელა სხვაობა სავაჭრო ბალანსში არც ერთ ქვეყანასთან არ გვაქვს, ხოლო თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი იმპორტიორია.

ასევე თვითონ შეთანხმებაც ძალიან არასამართლიანია, ეს ხელშეკრულება არ მოიცავს ყველა პროდუქტზე ბაჟის გაუქმებას. სია, რომელ პროდუქციაზეც თურქეთი ადებს ბაჟს, თითქმის ორჯერ დიდია იმაზე, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ბაჟის დადება. არსებობს კიდევ იმ პროდუქტების დიდი სია, რომელზეც თურქეთი კვოტებს გვიწესებს, ხოლო ჩვენ არც ერთ პროდუქტზე არა გვაქვს კვოტების დაწესების უფლება.

დაბოლოს, ის ფაქტი, რომ მოსახლეობა უფრო იაფად ყიდულობს პროდუქტს, არაფერი შეღავათი არ არის, რადგან ადგილობრივი წარმოების განვითარების შემთხვევაში მოიმატებს მოქალაქეთა შემოსავალი და თან წარმოება რაც უფრო განვითარდება, მით უფრო შესაძლებელი გახდება ფასების დაწევა.  ლარის კურსის კრიზისული ვარდნით, რაც დიდწილად გამოწვეულია ნეგატიური სავაჭრო ბალანსით, ქვეყანაში ხდება მუდმივი ინფლაცია იმპორტულ პროდუქციაზე.

ამ პრობლემის მოსახსნელად, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ხელშეკრულების გადახედვა ან გაუქმება, ბარიერების შექმნა უცხოური პროდუქცისათვის და ადგილობრივი წარმოების დახმარება ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, სუბსიდირებით და რეკლამის გაწევით.

 

თორნიკე ბედიანაშვილი

წყარო: ავტორის ფეისბუკ-გვერდი

 

P. S. “ნიუსფრონტისგან”: მკითხველები რას ფიქრობენ: ვინ უფრო მეტი მტერია საქართველოსი: თურქეთი თუ საკუთარი ხელისუფლება – მიშისტური, რომელმაც 2007 წელს ეს ხელშეკრულება დადო თურქეთთან თუ დღევანდელი ქოცური, რომელიც ამ ხელშეკრულებას რევიზიას არ უკეთებს?!

კომენტარები:

კომენტარის დამატება