ამერიკას, როგორც ყოველთვის, გერმანიის სამეცნიერო პოტენციალის მითვისება სურს

კორონავირუსი ევროპას უტევს, ამავდროულად კი გერმანია, რომელშიც კერძო და საჯარო სექტორის მოწინავე მეცნიერები არიან დაკავებული ვაქცინის შექმნით, საფუძვლიანი ვარაუდები გაუჩნდათ, რომ 2000 წელს ტიუბინგენში დაარსებული ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის, CureVac-ის დამსახურებით, ვაქცინის პირველი მიმწოდებლები გახდებიან ევროპაში.

სურათზე: CureVac-ის ინვესტორი დიტმარ ჰოპი, რომელიც კომპანიის ამერიკელებზე გაყიდვის წინააღმდეგია

ამის პარალელურად კი თეთრ სახლში გაუჩნდათ კომპანიის შეძენის და ვაქცინის ამერიკაში დამზადების სურვილი. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც საშუალება მისცა, 50 მილიარდი გამოეყო ბიუჯეტიდან დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

უკვე შემდგარა კომპანიის მესვეურებსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრა, სადაც მათ საკმაოდ მაცდური წინადადებაც მიიღეს.
კომპანია კერძოა და თუ შტატები გადაუხდის, შეუძლიათ, ვაქცინის ექსკლუზიურ პირველ წყაროდ გადააქციონ ვაშინგტონი, თუმცა ანგელა მერკელი და გერმანელი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ბერლინი ვაქცინის ექსკლუზიურობას არავის დაუთმობს, ანგელა მერკელმა ძალების კონსოლიდირება შესთავაზა დონალდ ტრამპს.

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? მაშინ, როდესაც მსოფლიო გლობალურ გამოწვევას ებრძვის, ამერიკა ისევ ეგოიზმის მაღალ საფეხურებზე ადის და ისვე ცდილობს დივიდენდების მიღებას ვირუსისგან, რომელიც არ არჩევს პოლიტიკურ თუ იდეოლოგიური შეხედულებებს, მსოფლიო კი მსგავსი გამოწვევის წინაშე კარგა ხანია, არ დამდგარა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები:

კომენტარის დამატება