სუპერმარკეტია უსაფრთხო და ტაძარი – საფრთხის შემცველი?

19 მარტის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ იხურება სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა.

ამ დღეებში ხალხმრავლობა ისედაც არ ყოფილა ტანსაცმელების მაღაზიებში ან სილამაზის სალონებში. არც კინოთეატრებისკენ და ოპერისკენ მიილტვოდნენ ადამიანები. შესაბამისად, იხურება ოფიციალურად ის, რაც ისედაც არ მუშაობდა.

ლიბერალ-ფაშისტები გამალებით მოითხოვენ ტაძრების დახურვას, ან, მათთვის უკეთესი – ზიარების წესის შეცვლას და ყველა სიწმინდის გაბიაბრუებას.

მაგრამ რა ეშველება ამა თუ იმ პროდუქტების მაღაზიაში და სუპერმარკეტებში მოზღვავებულ, მასმედიის საშუალებით დაშინებულ ხალხს, ნუთუ სურსათით ვაჭრობის ობიექტებში უფრო მეტად არიან დაცულნი შეშინებული და რწმენადაკარგული ადამიანები, ვიდრე მორწმუნენი ღვთის სახლში? – ამ კითხვას არავინ სვამს და არც არავინ პასუხობს.

კომენტარები:

კომენტარის დამატება