ბელარუსიაში, რუსეთის მსგავსად, “ანტი-გეი” კანონის მიღებას ითხოვენ

ბელარუსიის 52600-მა მოქალაქემ პრეზიდენტ ლუკაშენკოს თხოვნით მიმართა, მოხდეს არასრულწლოვნებში ჰომოსექსუალიზმისა და სხვა სექსუალური გადახრების პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება.

ასეთი ციფრები გააჟღერა 9 მარტს ვლადისლავ ვოლოხოვიჩმა, საქველმოქმედო ფონდის “ღია გულები” – დირექტორმა.

ფონდი ხელმოწერებს აგროვებდა 2019 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით. მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და მრევლს მხარი ქვეყნის კათოლიკე ეპისკოპოსებმაც აუბეს, ნოემბერშ კი მინსკის ელიზავეტას მართლმადიდებელი მონასტერიც ჩაერთო პროცესში.

ვოლოხოვიჩის ინიციატივაა, მოხდეს არასრულწლოვნებში სექსუალური პროპაგანდის კრიმინალიზაცია, დამრღვევებზე სანქციები კანონით განისაზღვროს.

“დიახ, ჩვენი ინიციატივა ჰგავს რუსეთში მიღებულ კანონს. მაგრამ სწორედ ამ გზით ვცდილობთ, დავამტკიცოთ ჩვენი ბელარუსული იდენტობა, ჩვენ ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ მხარს ვუჭერთ ტრადიციულ ფასეულობებს” – აღნიშნა ვოლოხოვიჩმა.

ინფორმაცია რუსულ ენაზე, ჩატარებული ბრიფინგის შესახებ იხ. ამ ბმულზე.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება