იტალიამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა – პუტინი თანახმაა!

შედგა სატელეფონო საუბარი იტალიის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. კონტემ რუსეთის ლიდერს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა.

“იტალიის მიმართვის სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ოპერატიულად აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება იტალიას და კონკრეტული პარამეტრები დაასახელა” – აღნიშნულია ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის განცხადებაში. სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.

მოსკოვი იტალიაში გაგზავნის რუსი მედიკოსების ბრიგადას, რომლებიც დაეხმარებიან იტალიელ კოლეგებს კორონავირუსით ყველაზე უფრო მეტად დაზარალებულ რეგიონებში. გარდა ამისა, რუსები იტალიელებს მიაწვდიან დამცავ საშუალებებს, სამედიცინო მოწყობილობებსა და მობილურ კომპლექსებს ტრანსპორტისა და ტერიტორიის აეროზოლური დეზინფიცირებისთვის.

მიწოდება განხორციელდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხაზით, სამხედრო-კოსმოსური ძალების კუთვნილი თვითმფრინავებით.

საინტერესოა, რომ მანამდე გერმანიაში მზარდი პოპულარობის მქონე პარტიის – “ალტერნატივა გერმანიისთვის” წარმომადგენელმა, გერმანიის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ულრიხ ემემ მიმართა რუსეთს, დაეხმაროს ევროკავშირის წევრ იტალიას. იტალიის საავადმყოფოები გადატვირთულია და კრიტიკულ მდგომარეობაშია, იტალიელებს არ ყოფნით აუცილებელი აპარატურა და პერსონალი.

ამრიგად, შეიქმნა პოლიტიკური კაზუსი – ევროკავშირის მიერ სანქციებდადებული ქვეყანა, რუსეთი, დახმარებას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელსაც დახმარებას არ უწევს ევროკავშირი!

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება