შოთა აფხაიძე: “ან გწამთ, ან არა; “შუაშისტობა” არ გამოვა! მე ციხიდან ჯანმრთელი გამოვედი!”

მას  შემდეგ, რაც ლიბერალ-ფაშისტებმა შეტევა გააძლიერეს ეკლესიაზე, საეკლესიო საიდუმლოებებზე და ფაქტობრივად, წირვა-ლოცვისა და ზიარების აკრძალვა მოითხოვეს (და ნაწილობრივ, სამწუხაროდ, მთავრობაც აიყოლიეს), ძლიერდება ერის პროტესტი ლიბერალ-ფაშისტური ღვთისმგმობების წინააღმდეგ. მაგრამ არსებობენ ვითომ-მორწმუნეებიც, რომლებიც “არც იქით, არც აქეთ” არიან. სწორედ მათ მიმართავს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე:

“ხალხო, ვისაც უფლის ძალაში და ქრისტეს ეკლესიაში ეჭვი გეპარებათ, ერთი ჭურჭლიდან ზიარების გეშინიათ – ეკლესიაში რატომ დადიხართ და თავს ქრისტიანებს რატომ უწოდებთ ? მართლმადიდებლობა არც ცნობს სანახევრო და ფორმალურ რწმენას. ან უნდა გწამდეთ ან არა, შუაშისტობა არ გამოვა!

მე 3 წელი საპყრობილეში გავატარე, ერთი ჭურჭლიდან ვეზიარებოდით ტუბერკულოზით, ცე-ჰეპატიტით და სხვადასხა მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებთან ერთად და არც არაფერი გადამედო, ციხიდან სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი გამოვედი!

თანამედროვე კაცობრიობის პრობლემა კორონოვირუსში და სხვა ვირუსებში კი არაა, სულიერებასა და გონებაში! უფლის რწმენა გაუქრა თანამედროვე ადამიანს და დაავიწყდა, რომ უფალი მეფობს!” – წერს შოთა აფხაიძე.

კომენტარები:

კომენტარის დამატება