რუსეთმა ნატო “დატროლა”. რა ბედი ელის ნატოს “მასშტაბურ” წვრთნებს?

რუსეთმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს პირით, ევროპა და ნატო, ფაქტობრივად, “დატროლა”.

კერძოდ, რუსეთმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, არ ჩაატარონ ნატოს წვრთნები Defender Europe-2020 მანამ, სანამ რუსეთი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს იზეიმებს. როგორც ცნობილია, მოსკოვში აღლუმი 9 მაისს არის დაგეგმილი. კორონავირუსის პანდემია ამ აღლუმს, დღევანდელი მონაცემებით, ვერ შეაჩერებს.

“დატროლვა” მდგომარეობს იმაში, რომ ევროპის ქვეყნები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ – არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური, როდესაც იტალია და ესპანეთი ურთულეს ვითარებაში მიატოვეს, დახმარების გარეშე. ამ ორ ქვეყანას ჩინელი და რუსი სპეციალისტები ეხმარებიან, ჰუმანიტარულ ტვირთებსაც ჩინელები და რუსები აგზავნიან მაშინ, როდესაც გერმანიამ უარი თქვა სამედიცინო დამცავი საშუალებების ექსპორტზე, ამერიკამ კი მიმოსვლა შეწყვიტა ევროკავშირთან. ამ ფონზე რა ფასი აქვს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს? როდემდე უნდა გააგრძელონ დასავლეთის ლიდერებმა საკუთარი ხალხების და საკუთარი თავის მოტყუება?

კორონავირუსმა ნატოს თავისი ადგილი მიუჩინა. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ამერიკა Defender Europe-2020-ში თავის მონაწილეობას შეზღუდავს მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე მოასწრო ევროპაში 6000 სამხედრო პირისა და 12000 სატრანსპორტო და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად.

“კორონავირუს19-ის ამჟამინდელ აფეთქებასთან დაკავშირებით და თავდაცვის მინისტრის განკარგულების საფუძველზე, ჩვენ შევცვალეთ სწავლების Defender Europe-2020-ის მასშტაბი. 13 მარტიდან ამერიკიდან ევროპაში სამხედრო პერსონალისა და მოწყობილობის გადაადგილება მთლიანად შეჩერებულია” – აღნიშნულია აშშ-ის ევროპის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სატანკო ბრიგადის გარდა, აშშ-ის ყველა სხვა სამხედრო ძალები, რომლებიც აქამდე ევროპაში იყვნენ მობილიზებულნი, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, ისევ ამერიკაში იქნებიან გადაყვანილნი.

ასე უღიმღამოდ ჩაიშალა ნატოს “ყველაზე მასშტაბური” სამხედრო სწავლება.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება