ამერიკა ცდილობს, G7-ს კორონავირუსთან დაკავშირებით ანტიჩინური განცხადება მიაღებინოს

“დიდ შვიდეულში” (G7) მორიგი უთანხმოებაა – შეერთებული შტატების და დანარჩენი ექვსი წევრის აზრი გაყოფილია, თუ როგორ უნდა მოიხსენიონ კორონავირუსი Covid-19.

REUTERS/Jonathan Ernst

იდეა, რომ “შვიდეულმა” განცხადება მიიღოს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. იდეას მხარ გერმანიამაც დაუჭირა. ამერიკელები თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ ასეთი განცხადება საჭირო არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც პანდემიამ შეერთებული შტატებიც მოიცვა, მათი პოზიცია შეიცვალა. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ეს იდეა გააცოცხლა.

მაგრამ ამერიკელებმა, როგორც ეს მათ ჩვევიათ, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. მაიკ პომპეო მოითხოვს, რომ ნაცვლად ტერმინისა “კორონავირუსი” გამოყენებულ იქნას ტერმინი “ვუჰანის ვირუსი”. პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც ძალიან უყვარს “ტვიტერზე” პოზიორობა, მუდამ “ჩინურ ვირუსზე” საუბრობს.

მაგრამ ეს მიუღებელია “დიდი შვიდეულის” დანარჩენი ექვსი წევრისათვის. ისინი მიიჩნევენ, რომ გამოყენებულ უნდა იქნას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიღებული ტერმინი “Covid-19”.

გასაგებია, რომ ამერიკელები გაცოფებულნი არიან იმით, რომ ჩინელებმა ამერიკელი ჯარისკაცები ამხილეს ვუჰანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებაში. ვაშინგტონი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჟაოს ამ ბრალდებებს ენერგიულად უარჰყოფს.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება