ბექა კვიციანი იტალიაში მყოფ ქართველებს: ენდეთ რუს ექიმებს!

ჟურნალისტი ბექა კვიციანი მიმართავს ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან და პოტენციურად, შეიძლება, აღმოჩნდნენ ექიმების, მათ შორის, იტალიელების დასახმარებლად ჩასული რუსი ექიმების პაციენტები:

“მოგმართავთ იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს ! რუსებს ძალიან ძლიერი იმუნოლოგები და ინფექციონალისტები ყავთ, რაც მთავარი – ყურადღებიანი. წლის წინ მიმკურნალეს რუსებმა, შეიძლება დიდი რამ არ იყო, მაგრამ პროფესიონალიზმი მათი თავად ვიხილე ! თუ მოგიწიათ მათთან ურთიერთობამ, იცოდეთ, რომ სანდო ხელში ბრძანდებით ! პოლიტიკის თავზე გავიარე, როდესაც საქმე სიცოცხლის შენარჩუნებას ეხება ! უფალი გფარავდეთ ❤ ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას ! ! !” – წერს სოციალურ ქსელში ბექა კვიციანი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რუსეთიდან 9 სამხედრო თვითმფრინავი “ილ 76” ჩაფრინდა სამედიცინო დანიშნულების ტვირთით და სამხედრო ექიმების ბრიგადებით. სულ იტალიაში 100 რუსი ექიმი იმუშავებს.

კომენტარები:

კომენტარის დამატება