ჩინეთის ძვირფასი საჩუქარი საქართველოს – სწრაფი ტესტების გამოყენება მიზანმიმართულად მოხდება

საქართველომ საგანგებო ვითარებაში, ჯერ-ჯერობით, ვერანაირი ხეირი ვერ ნახა ევროკავშირიდან და “ასოციაციის ხელშეკრულებიდან”, ამერიკაც თავისი ეგოისტური ქმედებებით არის დაკავებული. ამასობაში, დახმარების ხელი ჩინეთმა გამოგვიწოდა, ჩინეთიდან გამოგზავნილი ძვირფასი საჩუქარი ხვალ ჩამოვა.

ჩინეთის ძვირფასი საჩუქარი საქართველოს - სწრაფი ტესტების გამოყენება მიზანმიმართულად მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოვა 1 000 ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება. გაბუნიამ ჟაღნიშნა, რომ ეს არის საჩუქარი, რომელიც საქართველომ მიიღო და ამისთვის აპარატი უკვე ჩამოსულია ქვეყანაში.

მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რომელსაც აქამდე იყენებდა.

„რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ეს არის ის მოდელი, რაც სამხრეთ კორეაში იყო გამოყენებული და ეს ტესტები ჩინეთშია წარმოებული, ვფიქრობთ, რომ ეს კვირის ბოლოს ჩამოვა. ჩინეთიდან ამ ტესტების პარტიის ტრანზიტი ხვალ დაიწყება. შემდეგ უკვე ეტაპობრივად ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს, რომელიც აპრილის დასაწყისში იქნება. უკვე შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. პრიორიტეტული ჯგუფები იქნება სამედიცინო პერსონალი, ასევე მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფი პაციენტი, რომელიც იქნება კონტაქტი და სიმპტომური პაციენტი“, – განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, რამდენად მოახერხებს ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ტესტის გამოყენებას და მას უაცილებელია თუ არა, ჰქონდეს ექიმის დანიშნულება, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმის დანიშნულება.

„ამ შემთხვევაში ტესტის ჩატარება მხოლოდ სურვილით შესაძლოა, არ იყოს მიზნობრივი და ის ძვირფასი რესურსი, რომელიც ჩვენ ტესტის სახით გვაქვს, გაიხარჯოს. ამდენად აქ ეპიდემიოლოგებისა და საექიმო შეფასების გარეშე ტესტის ჩატარებაზე, ძალიან გთხოვთ, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები ქვეყანაში შემოვა, შეგვიძლია მარტივად მივიდეთ და გავიკეთოთ ტესტი. ამას სჭირდება წინაპირობა, შეფასება ექიმის და ეპიდემიოლოგის დასკვნა“, – განაცხადა გაბუნიამ.

წყარო: ipn.ge