Covidiot – ახალი ტიპის ადამიანი, რომელსაც “წითელი ჯვარი” ქმნის!

პოპულარულ ინგლისურენოვან ონლაინ-ლექსიკონში  Urban Dictionary  გაჩნდა ახალი სიტყვა იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც მაღაზიებს შეესიენ კვების პროდუქტებისა და ტუალეტის ქაღალდის საყიდლად, კორონავირუსის გავრცელების ფონზე –  Covidiot (კოვიდიოტი). თუმცა სიტყვას მეორე მნიშვნელობაც აქვს.

“დაინახე ეს კოვიდიოტი, ურიკაში ჩადებული 300 რულონი ტუალეტის ქაღალდით?” – ტერმინის გამოყენების მაგალითად მოცემულია ეს წინადადება.

მეორე მნიშვნელობით, “კოვიდიოტი” იმ ადამიანსაც ნიშნავს, რომელიც პანდემიის დროს პროფილაქტიკის ზომებს უგულებელყოფს. ასეთ მაგალითად მოტანილია წინადადება: “ეს კოვიდიოტი ყველას ეხუტება, ვისაც კი დაინახავს”.

სიტყვა “კოვიდიოტი” წარმოშობილია ორი სიტყვის – კორონავირუსის აღმნიშვნელი “COVID-19”-ისა და “იდიოტის” შერწყმის გზით.

მარტის დასაწყისში ამერიკული ქალაქების, პირველ რიგში, ნიუ-იორკის, მცხოვრებლებმა დაიწყეს პროდუქტების და ტუალეტის ქაღალდების პანიკური შესყიდვა. ისინი ასევე მასობრივად ყიდულობენ წყალს, პირველადი მოხმარების საგნებს, ხელის ანტისეპტიკურ საშუალებებს, სახის ნიღბებს, საწმენდ ნივთიერებებს, წამლებსა და სხვ.

ნავთზე ცეცხლი დაასხა ამერიკულმა “წითელმა ჯვარმა”, რომელმაც მოქალაქეებს ურჩია, “მოემზადონ საგანგებო ვითარებისთვის”, კერძოდ, შექმნან გამაყუჩებლების, ხველება-გაციების წამლების და ვიტამინების 30-დღიანი მარაგი. კვების პროდუქტებს რაც შეეხება, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ უბრალო ამერიკელებს ურჩია, მინიმუმ 14-დღიანი მარაგი გააკეთონ.

საინტერესოა, რატომ გამოდის ამერიკის “წითელი ჯვარი” ყველაზე დიდი “კოვიდიოტის” როლში? თუ იგი თავად ქმნის ახალი ტიპის იდიოტებს – ამერიკელებს, შემდეგ კი ეს იდიოტიზმი მთელ მსოფლიოზე უნდა გავრცელდეს? ასეთი “ბრძენი” მრჩევლის მიზეზით ხომ არ იფეთქა შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა სულ რამდენიმე დღეში, 4 ათასი დაავადებულიდან 35224 ადამიანამდე, 23 მარტის მონაცემებით?!

კომენტარები:

კომენტარის დამატება