რუსეთის ხარისხის სააგენტო მოგვიწოდებს, გავრეცხოთ ნაყიდი პროდუქტის შეფუთვა

“როსკაჩესტვო” მომხმარებლებს მოუწოდებს, დაიცვან დამატებითი ჰიგიენის წესები მაღაზიებიდან სახლში მოტანილ პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებსაც, აქამდე, შეიძლება, ასე მკაცრად არ ვიცავდით:

“მას შემდეგ, რაც თქვენ მოიტანეთ სახლში პროდუქტები, კარგი იქნება, კარგად გარეცხოთ შეფუთვა, თუკი იგი პლასტიკის, მეტალის ან შუშისაა. წყალი და საპონი საკმარისია მიკრობების ჩამოსარეცხად და ასე გაწმენდილი პროდუქტები, შეფუთვიანად, შეგიძლიათ შეინახოთ” – ამბობს “როსკაჩესტვოს” წარმომადგენელი.

იგი ასევე გვირჩევს, გავწმინდოთ მაგიდა, სადაც ეს პროდუქტები მათ გარეცხვამდე გადმოვალაგეთ.

დანარჩენი რჩევები სტანდარტულია – მაღაზიაშივე ანტისეპტიკური გელით წასვლა, შეძლებისდაგვარად ბარათით გადახდა და ნაღდი ფულის გმოყენებისგან თავის არიდება და ა. შ. ექსპერტი ასევე გვირჩევს, ხილ-ბოსტნეული უფრო დიდხანს ვრეცხოთ, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით – ჯერ კარგად დავალბოთ გაუმდინარ წყალში და მხოლოდ ამის შემდეგ გავავლოთ გამდინარე წყალში, რამდენიმე წუთის განმავლობაში.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება