შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების პიკი არც გვქონდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის საფრთხე საქართველოში და ინფექციის გაბრცელების პიკი საერთოდ არც მივიღოთ.

გაბუნია აცხადებს, რომ ძალიან მნიძვნელოვანია სოციალური დისტანცირება და სხვა მნიშვნელოვვანი ღონისძიებები.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, იყოს ეტაპობრივი, თანმიმდევრული მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევის მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივი” ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები:

კომენტარის დამატება