არ შეიძლება ადამიანს ეძახოთ #დარჩისახლში და ამ დროს ის იყოს გაზის, დენის, წყლის გარეშე

სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ისევ გრძელდება გაზის და დენის გათიშვა…
ეხლა უკვე მივმართავ საქართველოს პრემიერს, პარლამენტის თავჯდომარეს Archil Talakvadze და თბილისის მერს Kakha Kaladze,
გთხოვთ
ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, კიდე გავაკეთებთ, ავაგროვებთ ფულს და გადავუხდით, მაგრამ ამდენს ვერ გავწვდებით!
ძალიან გთხოვთ, იქნებ გადაუვადოთ ან გადაუნაწილოთ იმ პერიოდზე, როდესაც ქვეყანაში იქნება ნორმალური ცხოვრების საშუალება.
მესმის, რომ კერძო კომპანიებია და თქვენი გავლენა მხოლოდ რეკომენდაციით შეიძლება შემოიფარგლოს, მაგრამ საგანგებო სიტუაციის დროს, ალბათ მეტის გაკეთების უფლება გაქვთ, რომ ხალხს შეუმსუბუქოთ სახლში ჯდომა!
არ შეიძლება ადამიანს ეძახოთ #დარჩისახლში და ამ დროს ის იყოს გაზის, დენის, წყლის გარეშე.
გაზი ანუ გათბობის, საჭმლის გაკეთების შესაძლებლობა უწყდებათ!
დენი ანუ ტელევიზორი, ინფორმაციული ვაკუუმი!
წყალზე აღარ ვლაპარაკობ, ბანაობის, სარეცხის და ჭურჭლის გარეცხვის გარეშე ვინ გაძლებს?!
გთხოვთ რაღაც მოიმოქმედეთ”- წერს გამრეკელი.

კომენტარები:

კომენტარის დამატება