კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა

კორონავირუსის  3  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 73-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 პირი.

კვლავ უკიდურესად მძიმეა მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევა სწორედ, აღნიშნულ პაციენტთან კონტაქტში მყოფებს, მის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება