კლოუნი ზელენსკი უკრაინელებს ტაძრებში აღდგომის ზეიმს უკრძალავს

უკრაინის პრეზიდენტმა, პროფესიით კლოუნმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო პროექტი სახელწოდებით “აღდგომა სახლში” დააანონსა.

მისი სიტყვებით, ამ მომენტისათვის პროექტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია და იგი თითქოს ეკლესიის მესვეურების მხარდაჭერით სარგებლობს.

“აღდგომა დღეს ტაძრებში ბევრი ადამიანი იკრიბება, მათ შორის ისინიც, ვინც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა. ამიტომ ახლა ვამზადებთ პროექტს “აღდგომა სახლში”, რომელიც დაგვეხმარება, ეს დიდი ზეიმი სახლებში აღვნიშნოთ და არ შევიკრიბით ტაძრებში” – აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც არ დააზუსტა, რატომ არ შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანების იზოლირება და თან, რა შუაშია ეს გარემოება, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანებსაც აღდგომამდე (19 აპრილი) ყველანაირი საკარანტინო ვადა ისედაც გასდით!

ზელენსკი აპირებს, ტაძრებთან პოლიციის პატრული დააყენოს, რომელიც მორწმუნეებს შესვლას არ აუკრძალავს, მაგრამ “გაესაუბრება” და “აუხსნის”, თუ როგორ “საშიშია” ეკლესიაში ერთად შეკრება.

როგორც ვხედავთ, გლობალისტების მორიგი პროექტი ზელენსკი “კამსამოლის” დონეს მაინც ვერ გასცდა და მე-20 საუკუნის მეთოდებით ებრძვის მართლმადიდებელ ეკლესიას. საქართველო კიდევ უფრო მეტად უნდა გაფრთხილდეს, რომ ადგილობრივმა “ზელენსკებმა” ხალხს აღდგომა არ დაავიწყონ.

კომენტარები:

კომენტარის დამატება