ლომბარდიის გუბერნატორი: “სტამპას” პუბლიკაცია პასუხად არ ღირს, დიდი მადლობა რუსებს!

კორონავირუსით იტალიის ყველაზე უფრო დაზარალებული, ლომბარდიის მხარის გუბერნატორი ატილიო ფონტანა გამოეხმაურა გაზეთ “ლა სტამპას” პუბლიკაციას, რომელშიც მასობრივი რუსული დახმარება იტალიისათვის “უსარგებლოდ” არის მოხსენიებული.

“ეს პოლიტიკური საკითხია და მე გიპასუხებთ პოეტ დანტეს სიტყვებით: „ისინი სიტყვების ღირსნი არ არიან: შეხედე და გაიარე!“ (ფრაზა გენიალური იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიიდან”). პოლიტიკურ პოლემიკებში ამჯერად არ მსურს მონაწილეობა. მე მადლობას მოვახსენებ რუსებს, რომლებმაც ჩვენ ექიმები და სხვა დამხმარე ადამიანები გამოგვიგზავნეს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ დეზინფიკაციაში” – განაცხადა ატილიო ფონტანამ ონლაინ-პრესკონფერენციის ფარგლებში.

შეგახსენებთ, ლიბერალურ “ლა სტამპაში” იტალიაში ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის დაკვეთით, დაიბეჭდა პასკვილი, სადაც რუსული დახმარების ეფექტურობა ეჭვს ქვეშ არის დაყენებული. საგაზეთო პუბლიკაციაში არ არის დამალული, რომ რუსი სამხედრო ექიმების ყოფნა იტალიის მიწაზე, ნატოს ბაზების სიახლოვეს, შეშფოთებას იწვევს.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება