“ნეტგაზეთმა” იტალიური La Stampa-ს ინფორმაცია რუსულ ჰუმანიტარულ ტვირთზე დაამახინჯა

საქართველოში არსებობს მრავალთაგან ერთ-ერთი ასეთი მავნებელი, სოროსული მასმედიის საშუალება – “ნეტგაზეთი”-“ბათუმელები”, რომელიც სპეციალიზებულია მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციასა და რუსეთის დემონიზაციაზე.”ნეტგაზეთი” ხშირად მიმართავს რუსი ეროვნების ადამიანებისადმი სიძულვილის ენას.

დღეს ამ მედიასაშუალებამ გაავრცელა განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია, იტალიურ გაზეთ “La Stampa”-ზე დაყრდნობით, რომ თითქოს რუსეთის მიერ იტალიაში ჩატანილი ტონობით ჰუმანიტარული ტვირთის 80 პროცენტი “უვარგისი აღმოჩნდა”.

სიტყვა “უვარგისი” სოროსულმა გამოცემამ განზრახ გამოიყენა, რათა მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთმა იტალიას გაფუჭებული პროდუქცია მიაწოდა. “უვარგისი” ნიშნავს “არ ვარგა”-ს.

მაგრამ სინამდვილეში რუსეთის მიერ იტალიაში გადაზიდული ჰუმანიტარული დახმარება 100 პროცენტით ვარგისია და “La Stampa”-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ მოწოდებული დახმარების 80 პროცენტი “კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გამოუყენებადი ან ნაკლებად გამოსაყენებელია”. ვეყრდნობით საერთაშორისო ფრანგული რადიოს, RFI-ის რუსულ თარგმანს.

“ლა სტამპას” სტატიაში რუსული დახმარება ასე (“გამოუყენებადი”) იმიტომ არის მოხსენიებული, რომ თურმე რუსებს კორონავირუსის განკურნების უებარი წამალი არ ჩამოუტანიათ, არამედ ის, რაც ჰიგიენადაკარგულ იტალიელებს ნამდვილად სჭირდებათ – ჰიგიენის საშუალებები და სპეცტექნიკა. ამის გარეშე პანდემიას წამალი ვერ უშველის. იტალიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსებს სწორედ ამ დახმარებისათვის – სადეზინფექციო სამუშაოებისათვის, უკვე გადაუხადა მადლობა, რის ტირაჟირებაც “ლა სტამპას”, როგორც ჩანს, არ აწყობს. სწორედ ამიტომ გაზეთი არ ასახელებს წყაროებს, საიდანაც აქვს ინფორმაცია, თითქოს რუსეთის დახმარება “გამოუყენებადია”.

მთავარი კი იტალიური გაზეთის პუბლიკაციაში ის გახლავთ, რომ იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე გამოყვანილია რუსეთის მორჩილ ფიგურად, რომელიც რუსებს “ყველანაირი დახმარების მიღებაზე დასთანხმდა, რათა განამტკიცოს თავისი შესანიშნავი ურთიერთობები მოსკოვთან”.

ანიელების კლანის საკუთრებაში მყოფ გაზეთ “ლა სტამპას” დაკვეთა იტალიაში განლაგებული ამერიკული ბაზების სარდლობისგან მიუვიდა, ვინაიდან აშკარად იკვეთება ამერიკის და ნატოს ინტერესები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან იტალიის ტერიტორიაზე, ნატოს ბაზების სიახლოვეს, რუსი სამხედრო ექიმების გადაადგილებითა და ყოფნით. ეს პირდაპირ არის აღნიშნული “ლა სტამპას” პუბლიკაციაში!

“რუსი სამხედროები, მათ შორის, გენერლები, პოლკოვნიკები, მაიორები, თავისუფლად გადაადგილდებიან იტალიის ტერიტორიაზე, ნატოს ბაზებიდან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით” – შეშფოთებას გამოხატავს ამერიკელი სამხედროების გავლენით, იტალიური გაზეთი.

შეგახსენებთ: იტალია დღემდე ელოდება ამერიკელების დახმარებას, ისევე როგორც, ევროკავშირის დახმარებას, მაგრამ ეს დახმარება არ ჩანს. გერმანიამ, რომელმაც უცხოეთში დამცავი საშუალებების ექსპორტი აკრძალა, ბოლო დღეებში 7 (!) პაციენტი მიიღო იტალიიდან, ამ დღეებში კიდევ 10-ს დაიმატებს. სულ ეს არის! რუსები კი, ექიმების 8 ბრიგადით მუშაობენ ინფიცირებულ რეგიონებში და თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებიან იტალიელებს – სავსებით უანგაროდ!

როგორც ვიუწყებოდით, ქართულმა ტელეარხებმა და საინფორმაციო საშუალებების უდიდესმა ნაწილმა, არ გააშუქეს რუსების მიერ იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა. სულ რუსეთმა იტალიაში 14 ტვირთით სავსე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და 100 სამხედრო ექიმი გადაისროლა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება