როგორ უნდა ეშველოს კორონავირუსის გამო დაზარალებულ ეკონომიკებს – რუსეთის პრეზიდენტის გეგმა, G20-ის ვიდეოკონფერენცია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო “დიდი ოცეულის” (G20) ისტორიაში პირველ ონლაინ-კონფერენციაში, რომლის ფარგლებში მან ისაუბრა კორონავირუსთან საერთაშორისო ბრძოლის აუცილებლობაზე.

პრეზიდენტმა ჩამოთვალა ძირითადი მომენტები, რომლებიც, მისი აზრით, აუცილებლად უნდა გატარდეს ერთობლივი ძალებით. ესენია:

  • კორონავირუსის გავრცელების გამო დაზარალებული ეკონომიკების აღორძინების საერთო გეგმის შემუშავება;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით სპეციალური ფონდის შექმნა, რომლისგანაც სესხის აღების უფლება სსფ-ის ნებისმიერ წევრს ექნება (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი სუსტი და ფასადური ეკონომიკის ქვეყნებისთვის – “ნიუსფრონტი”);
  • მორატორიუმის გამოცხადება პროდუქციაზე შეზღუდვებთან დაკავშირებით და “მწვანე კორიდორების” შექმნა, რომლებიც სავაჭრო ომებისგან და სანქციებისგან იქნებიან დაცულნი;
  • საერთაშორისო ინსტიტუტების რეორგანიზაცია;
  • ერთობლივი კვლევების ჩატარება ვაქცინის შემუშავების მიზნით.

პუტინის მაგიდაზე სქელი წითელი საქაღალდე იდო. პრეზიდენტმა, სიტყვის წარმოთქმამდე, ეს საქაღალდე გახსნა და იქიდან ამოღებულ დოკუმენტებს გადახედა.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება