რუსეთმა კორონავირუსს დაასწრო – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

რუსეთში მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე საჭირო არ არის, რუსულმა სახელმწიფომ “ინფექციას დაასწრო თავისი მომზადებულობით” – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსეთში მელიტა ვუინოვიჩმა.

თუ საჭირო იქნება, რუსეთს არც კარანტინის განხორციელება გაუჭირდება – აღნიშნა მან.

მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთს ეს ზომა არ დასჭირდება. რუსეთმა, ისევე, როგორც იაპონიამ და სინგაპურმა, თავისი თვითიზოლაციის რეჟიმით, შეძლო ამ აუცილებლობის თავიდან აცილება.

ვუინოვიჩმა შესანიშნავი უწოდა ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც რუსეთმა უკვე მიიღო მსოფლიოში ინფექციის გავრცელების დაწყების შემდეგ.

შეგახსენებთ, რუსეთში ასეულ ათასობით, ზოგი ინფორმაციით – მილიონი ქართველი ცხოვრობს და შრომობს, ისინი დიდძალ თანხებს აგზავნიან საქართველოში ნათესავებთან და მეგობრებთან.

კომენტარები:

კომენტარის დამატება