სოციალ-დარვინიზმმა გაიმარჯვა: ესპანეთში ექიმები სუსტებს და მოხუცებს არ მკურნალობენ

ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 6 529-ით გაიზარდა და 72 248-ს აღწევს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 832 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 5 812-მდე გაიზარდა.

სოციალ-დარვინიზმმა გაიმარჯვა: ესპანეთში ექიმები სუსტებს და მოხუცებს არ მკურნალობენ

მორგებსა და კრემატორიუმებში ადგილის სიმცირის გამო, გარდაცვლილთა ცხედრებს მადრიდში მდებარე Palacio de Hielo-ს სავაჭრო ცენტრში ინახავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ესპანეთში მოვლენები იტალიის ანალოგიური სცენარით ვითარდება. ექიმები საომარი ვითარების რეჟიმში მუშაობენ და მხოლოდ იმ პაციენტებს მკურნალობენ, რომელთაც გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. სააგენტოს თანახმად, 75 წელს მიღწეული პირები რეანიმაციაში არ გადაყჰავთ.

კათოლიკურმა ეკლესიამ დაკრძალვის ცერემონიებთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გასცა. კერძოდ, დასაფლავებას მხოლოდ უახლოესი ნათესავები ესწრებიან.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 იანვარს გამოვლინდა. 54 151 პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

ეს არის დღევანდელი “ჰუმანური” და “ადამიანის უფლებებზე” აგებული ევროპის ნამდვილი სახე! კიდევ გინდათ ევროკავშირში?!

 

რეპორტ.გე“-ს მიხედვით