ექიმები-ვირუსოლოგები: “აუხსენით ხალხს, რომ ნიღბების ტარება ქუჩაში მავნებელია!”

საქართველოში ექიმებს ჟურნალისტები სულელური კითხვებით აცდენენ და ისინიც ტელეეთერში სამედიცინო თემებზე, რაც ხალხს ნამდვილად სჭირდება, ნაკლებად საუბრობენ. ამიტომ მივმართავთ საერთაშორისო გამოცდილებას, თემა – ქუჩაში ცხვირ-პირის დასაფარი ნიღბებით სიარული.

ექიმები-ვირუსოლოგები: "აუხსენით ხალხს, რომ ნიღბების ტარება ქუჩაში მავნებელია!"

ე. წ. “ჯანმო” ანუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის პირით, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ:

“არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მოსახლეობის მიერ ნიღბების ტარება რაიმე პოტენციურ უპირატესობას შეიცავს. სინამდვილეში, პირიქით, არსებობს საპირისპირო მტკიცებულებები ნიღბების არასწორ გამოყენებასთან და არასწორ ტარებასთან დაკავშირებით”.

ამავე “ჯანმოს” ეპიდემიოლოგი, დოქტორი მარია ვან კერკჰოვე კი აღნიშნავს, რომ ნიღბები უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება, კერძოდ, სამედიცინო პერსონალმა. ნიღბების ტარება არ არის რეკომენდებული დაუინფიცირებელი ანუ ჯანმრთელი ადამიანებისათვის!

რუსი პედიატრი დიმიტრი მაქსიმოვი კი პოპულარული ენით გვიხსნის:

“კორონავირუსი ვერ ცოცხლობს მშრალ მდგომარეობაში და ამიტომ იგი გადადის სისველის საშუალებით. ვირუსი უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე – თვალში, ცხვირში, პირში. სხვა შემთხვევებში, ვირუსი სამ დღეში კვდება გამოშრობისაგან. აი რატომ არის საჭირო, ცხვირი მოვიხოცოთ, სახე და ხელები ვიბანოთ, რაც შეიძლება, ნაკლებად შევეხოთ ხელით სახეს.

ვირუსის გავრცელება უპირატესად აეროზოლური გზით მიმდინარეობს. კორონავირუსის შემცველი აეროზოლი, ღია სივრცეში, ჰაერზე, ადვილად იფანტება (იშლება). შეგიძლიათ, მშვიდად ისეირნოთ ქუჩაში, ასე დაავადების შანსი ნულის ტოლია. არ არის საჭირო ნიღბის ჩამოცმა, რადგან ორგანიზმი თავისით უმკლავდება მოხვედრილ მიკრობებსა და ვირუსებს – ლორწოს გამოყოფით, რომელსაც ჩვენ იოლად ვიცილებთ ამოხველებისა და ცხვირის მოხოცვის გზით. ნიღაბი ამ ლორწოს აჩერებს და, შესაბამისად, საშიში მიკრობები და ვირუსები ეჭიდებიან ნიღაბს და თქვენში რჩებიან. უმჯობესია, ჰაერში “გაფრინდნენ”, ვიდრე თქვენთან იყვნენ. სხვა საქმეა დახურულ შენობაში. მაგრამ აქაც, პირველ რიგში, ნიღბის ჩამოცმა ესაჭიროება დასნეულებულს, რათა მან სხვებს არ გადასდოს დაავადება”.

კარგი იქნება, ფსიქოზამდე ხელოვნურად მიყვანილი ქართველი “ზომბი”-საზოგადოება თუ შეიგნებს ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას! დამატებით, ვისაც ჩვენი არ გჯერათ, წაიკითხეთ “იმედის” გვერდზე 2019 წლის 3 იანვარს გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ასევე “ჯანმოს” რეკომენდაციებზეა აგებული და უბრალოდ ნათარგმნია უცხო ენიდან. ამ მასალაშიც წერია, რომ ეს ნიღბები, რომლებსაც თქვენ გასაღებენ აფთიაქებში თუ სხვა გზით, ვირუსისგან ვერ დაგიცავთ და პირიქით, მეტ ზიანს მოგიტანთ. პროფესიონალები, ექიმები, დაცვისათვის სულ სხვა ტიპის ნიღბებს ხმარობენ.