აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს – ტრამპი და ბენ-სალმანი პუტინს თხოვნით მიმართავენ

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის გაზის მოპოვებაში შექმნილი უზარმაზარი პრობლემა, რაც რუსეთის მიერ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის დაგდებას მოჰყვა.

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან "ნერვების ომი" წააგეს - ტრამპი და ბენ-სალმანი პუტინს თხოვნით მიმართავენ

გამომდინარე ამ პრობლემებიდან, რომლებიც ტრამპს არსებით საფრთხეს უქმნის, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა საუდის არაბეთს, მაგრამ განსაკუთრებით, რუსეთს, რომ შეამცირონ ნავთობის მოპოვება 10 მილიონი ბარელით მაინც, რათა ფასი გაიზარდოს.

“მე ახლახანს ვესაუბრე ჩემს მეგობარს მუჰამედ ბინ სალმანს, საუდის არაბეთის კრონპრინცს, რომელიც ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და, მე ვიმედოვნებ, რომ ისინი, სულ მცირე, 10 მლნ ბარელით შეამცირებენ მოპოვებას. თუკი ეს მოხდება, შესანიშნავი იქნება ნავთობისა და გაზის წარმოებისათვის!” – დაწერა ტრამპმა თავის საყვარელ “ტვიტერზე” გუშინ.

საუდის არაბეთი ნავთობის მსხვილი მომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაცია “ოპეკის” პლუს არაწევრი მომპოვებლის, რუსეთის საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს ყველას. როგორც ჩანს, საუდების დიქტატურამ ვერ გაუძლო რუსეთთან “ნერვების ომს”, რომელიც მან თავად გამოაცხადა და ნავთობზე ფასების რეკორდული ვარდნით, პირველ რიგში, თავად ზარალდება,, თავის სიუზერენ, აშშ-სთან ერთად.