კრემლმა ყირიმში უცხოელებისთვის მიწების ფლობა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის ძალითაც უცხოელებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ეკრძალებათ ყირიმის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილში (როგორც ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისე ქალაქ სევასტოპოლში) მიწების ფლობა.

კრემლმა ყირიმში უცხოელებისთვის მიწების ფლობა აკრძალა

პუტინის ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულები არიან კიევში, ასევე ბრიუსელის ევროჩინოვნიკობა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ყირიმის რუსეთში “იძულებით ინტეგრაციას” უწყობს ხელს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება, პირველ ყოვლისა, ურტყამს უკრაინელი მაფიოზური სტრუქტურების ინტერესებს, რომლებიც სტრატეგიული დანიშნულების მიწებს კარგავენ. ისინი იძულებულნი იქნებიან, გაყიდონ ან გადააფორმონ მიწები რუსებზე.

პუტინის იგივე ბრძანებულება ასევე მოიცავს კალინინგრადისა და ასტრახანის მხარეებს. ამ გზით რუსეთი თავის ანკლავებსა და პრობლემურ საზღვრისპირა ზონებში (ასტრახანი ყაზახეთს ესაზღვრება) ამყარებს პოზიციებს.