ყოფილი “რესპი”, რომელიც “ქოცების” ნავში ზის და ცილისწამებას ეწევა

აჭარის ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამორჩეული ირაკლი ჯანყარაშვილი, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება ბათუმში ქიმიური ტერმინალის ფუნქციონირებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ვლ. მგალობლიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

ყოფილი "რესპი", რომელიც "ქოცების" ნავში ზის და ცილისწამებას ეწევა

სურათზე: აჭარის ა/რ დეპუტატი ვ. მგალობლიშვილი

“დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი ჩემს მისამართით აჟღერებს დაუსაბუთებელ ცილისმწამებლურ მესიჯს, თითქოს მე რუსულ სპეცსამსახურებზე ვმუშაობდე. ბრალდება დაუსაბუთებელი და აბსურდულია, რადგან ბ-ნ ვლადიმერს არ გააჩნია არც ერთი მყარი არგუმენტი.

ორიოდ სიტყვით თავად ბ-ნ ვლადიმერ მგალობლიშვილზე:

ბ-ნი ვლადიმერი ყოფილი “რესპუბლიკელია”, რომელიც 2016 წელს ქართულ ოცნებაში გადახტა და გემი, რომელიც ჩაძირვის პირას იყო განწირული, “რესპუბლიკური პარტიის” დროშის ქვეშ, დატოვა.

ბ-ნ ვლადიმერი ყველასდა გასაოცრად უმაღლეს საბჭოში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს. მისი განათლება კი საზოგადოებამ ჯერ კიდევ შარდოვანას პირდაპირ ეთერში (ყლაპვით/ღეჭვით) დაგვანახა, ამავე დროს, თვითონ კარბამიდის დასახელებასაც კი ვერ წარმოთქვამს გამართულად. ალბათ მიხვდებით, ეს როგორც ხელმძღვანელობს განათლების კომიტეტს.

სამწუხაროდ, აჭარის ქართული ოცნების ორგანიზაცია მსგავსი მედროვეებით არის დაკომპლექტებული და შესაბამისადაც დებს პარტია არჩევნებზე შედეგს”.