საქართველოში უკვე 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში უკვე 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე.