ქვეყანას და ეკლესიას ერთად უწყობთ შეთქმულებას?! 

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის,  ლევან რატიანის განაცხადმა იმის   თაობაზე, რომ  კორონავირუსი სახადია და ყველამ უნდა მოიხადოს, ეჭვქვეშ დააყენა დღევანდელი ქაოტური სიტუაცია.

ქვეყანას და ეკლესიას ერთად უწყობთ შეთქმულებას?! 

“ეს არის მოსახდელი დაავადება, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს” – განაცხადა  რატიანმა.

თუ სახადია და ყველამ მაინც უნდა მოვიხადოთ, ეს ამხელა სიგიჟე, პანიკა და ცელოფნებში გახვევა რა საჭირო იყო?! მაშინ იმუნიტეტის ამაღლებაზე გვეზრუნა და არა სახლში ჩაკეტვაზე! 76 ლარი ღირს ერთი პრეპარატი! – ამაზე ეზრუნათ და არა ამ სიგიჟეზე! როგორმე იყიდიდა ხალხი!

საეჭვო სახეს იძენს უკვე ეს ყველაფერი.სრული მსოფლიო შეიშალა?! – თუ კაცობრიობას, ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას ერთად უწყობთ შეთქმულებას?!

ეჭვი ტყუილად არ ჩნდება ხოლმე, ზოგადად… პარადოქსია, დაიმალეთ სახლშიო და ექიმი გვიცხადებს, ყველამ უნდა მოვიხადოთო…

თუ ეს ყველაფერი საერთაშორისო დონის აფიორა და ერთგვარი ექსპერიმენტია, თავიდანვე კრახისთვისაა განწირული!
ვერც ჩვენს ცნობიერებას ვერ შეცვლიან და ვერც რელიგიას ვერ ავნებენ ვერაფერს!
მორჩილ და უღმერთო ახალ ადამიანს ვერ შექმნიან!

კომპეტენტურმა პირებმა გაგვცენ პასუხი! ფსიქიკა დაუზიანდა კაცობრიობას, ხელი რას მოვკიდე, რას შევეხე, ვაიმე ფეხსაცმელზე ვირუსი ხომ არ ზის… გასაგებია, რომ მსოფლიო მოვლენებს ვადევნებთ თვალს, მაგრამ საკუთარი გონება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ბოლოსდაბოლოს, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, რისთვის გვაქვს? სხვისი შეცდომებიდან მაინც ვერ უნდა ვისწავლოთ?!

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”