რუსეთში “კორონასგან” სიკვდილიანობა 50-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში

რუსეთში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით დამდგარი სიკვდილის შედეგები 50-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 23-ჯერ ნაკლებია გერმანიასთან შედარებით.

რუსეთში "კორონასგან" სიკვდილიანობა 50-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში

მართალია, რუსეთი კორონავირუს “19”-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობით, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში მე-10 ადგილზეა (42.853 შემთხვევა), მაგრამ სიკვდილიანობის პარამეტრით იგი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 26-ე ადგილს იკავებს (სულ 361 დაღუპული ანუ სიკვდილიანობა 0,84%-ს არ აღემატება).

ამ მაჩვენებლით რუსეთი, სადღაც, ალჟირსა და პოლონეთს შორის დგას, მაგრამ არა პროცენტულად თუ ვიმსჯელებთ: ალჟირში მხოლოდ 2534 ადამიანია ინფიცირებული (მათგან 347 დაღუპული ანუ 13,7%), პოლონეთში კი 9 ათასზე ცოტა მეტი ინფიცირებულია (აქედან დაღუპულია 350 ადამიანი ანუ 3,9%).