პაატა იმნაძე მიხვდა, რომ კოვიდ19-ის შესახებ “არაფერი იცის”

ე. წ. “ლუგარის ლაბორატორიის” დირექტორმა პაატა იმნაძემ, რომლის ლაბორატორიასაც ლამის საქართველოს მხსნელად წარმოგვიდგენენ მთავრობა-ოპოზიცია და მათი მეხოტბე მასმედია, როგორც იქნა, აღიარა, რომ კორონავირუს “19” -ის შესახებ, პრაქტიკულად, არც არაფერი იცის:

პაატა იმნაძე მიხვდა, რომ კოვიდ19-ის შესახებ "არაფერი იცის"

“უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის,”- განუცხადა იმნაძემ ჟურნალისტებს.

ბ-მა იმნაძემ, რა თქმა უნდა, ცოტა გადააჭარბა – ზოგიერთ სამხედრო ლაბორატორიაში ძალიანაც კარგად იციან, რა ვირუსთან აქვს საქმე გაბითურებულ პლანეტა დედამიწას, მაგრამ ამ ცოდნას ბ-ნ იმნაძეს და “ლუგარის ლაბორატორიას” არ გაუზიარებენ.