პესკოვი: რუსეთის ჯანდაცვის სისტემა “კოვიდ19”-ის გამოწვევისთვის მზად არის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა CNBC -სთან საუბარში განაცხადა, რომ “ვითარება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, რუსეთში, ძალზე სერიოზული და რთულია, პრობლემატურია”.

პესკოვი: რუსეთის ჯანდაცვის სისტემა "კოვიდ19"-ის გამოწვევისთვის მზად არის

პესკოვი აუცილებლად მიიჩნევს “საერთაშორისო საზოგადოებრიობის” ერთიანობას, ვირუსთან ბრძოლაში და აღნიშნავს, რომ “ეს ერთადერთი გზაა”.

გარდა ამისა, პრესმდივანი დარწმუნებულია, რომ პიკის გადავლის შემდეგ, მაისის მეორე ნახევარში, რუსეთში “კოვიდ19” დაავადებით პაციენტების რიცხვი კლებას დაიწყებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯანდაცვის სისტემა დაავადებულთა რაოდენობის პიკისთვის სრულ მზადყოფნაშია და სისტემას საფრთხე არ ემუქრება.