უკრაინის არც ყოფილი პრეზიდენტი სცემს პატივს საქართველოს პოზიციას

უკრაინის პირველი პრეზიდენტი, მანამდე კი საბჭოთა ნომენკლატურის და კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის წევრი, ლეონიდ კრავჩუკი, უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, იგნორირება გაუკეთონ საქართველოს პოზიციას მ. სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით.

უკრაინის არც ყოფილი პრეზიდენტი სცემს პატივს საქართველოს პოზიციას

“ჩემი აზრით, ქართველი ჩინოვნიკების კომპეტენციას არ წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლების ასეთი ქმედებების შეფასება. საჭიროა, გავაკეთოთ განცხადება, არგუმენტირებულად, რატომ იქცევა უკრაინა ისე, როგორც ამას თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე აკეთებს. ხან გარე მმართველობა გვაქვს, ხან ჩვენს საქმეებში ერევიან – რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ახლა კი უცბად საქართველო გამოჩნდა. უკრაინამ მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს, იხელმძღვანელოს საერთაშორისო ნორმებით. უკრაინა – სუვერენული სახელმწიფოა და იგი თავად ადგენს, ვინ სად დანიშნოს, როგორი ხელისუფლება და როგორ ჩამოაყალიბოს, უკრაინის კანონებისა და კონსტიტუციის საფუძველზე” – აღნიშნა ლეონიდ კრავჩუკმა.