ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან

მიუხედავად უკრაინაში არსებული რთული ვითარებისა, ხალხს არ ავიწყდება თავისი ისტორია, რომელიც 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომთან და ფაშიზმზე გამარჯვებასთან მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული.

ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სახელწოდებით “სამხედრო-ისტორიული საძიებო სპორტული კლუბი ვარიაგი” («Военно-Исторический поисковый спортивный клуб «Варяг») 5 მაისს გაბედული ნაბიჯი გადადგა (დღევანდელ უკრაინაში ეს უკვე დიდ გაბედულებას ითხოვს) – ორგანიზაციის აქტივმა პატარა ღონისძიება ჩაატარა, დიდი სამამულო ომის სამხედრო მემორიალზე, რომელიც ოდესის 411-ე სანაპირო ბატარეის ექსპონატებს მოიცავს (5 სამხედრო ერთეულიდან 3 დიდი სამამულო ომის დროინდელია). მოხალისეებმა ტექნიკა დამცავი საღებავებით გადაღებეს.

გარდა ამისა, 7 მაისს მათ წესრიგში მოიყვანეს ოდესის გმირული დაცვის მემორიალი, ხოლო 8 მაისს 412-ე ბატარეის მემორიალზე განხორციელდება დაღუპული ჯარისკაცების – ქალაქის დამცველების ძვლების გადასვენება, რომლებიც საძიებო ჯგუფის წევრებმა იპოვეს.

გთავაზობთ 7 მაისს ჩატარებული ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას:

ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან  ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან

ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან

ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან