რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: “მთელი ომის სიმძიმე სტალინმა თავის თავზე გადაიტანა”

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსმა ანდრეი კარტაპოლოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა პოდმოსკოვიეში მშენებარე, შეიარაღებული ძალების ტაძარზე იოსებ სტალინის გამოსახულებიან მოზაიკასთან დაკავშირებით:

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: "მთელი ომის სიმძიმე სტალინმა თავის თავზე გადაიტანა"

“სტალინი ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი და სახალხო კომისრების საბჭოს თავმჯდომარეა. /…/ მან მთელი ომის სიმძიმე თავის თავზე გადაიტანა” და “ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ღებულობდა” – განუცხადა მინისტრის მოადგილემ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას“.

რუსი სამხედროს აზრით, სტალინის მოზაიკის მხოლოდ მათ შერცხვებათ, ვინც “საზღვარგარეთელი ბატონებისგან რაღაც ბრძანებებს იღებს”. ტაძრის მოზაიკაზე სტალინის გამოსახულება მისაღები იმიტომაცაა, რომ სტალინმა რელიგიის დევნა შეწყვიტა – განაცხადა კარტაპოლოვმა.

სამწუხაროდ, საქართველოს მთელი ხელისუფლების შეგნების დონე ცალკე აღებული რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის დონესთან ახლოსაც ვერ მივა.