იალტა-1945 და ოპერაცია „წარმოუდგენელი“: როგორ გადაარჩინა სტალინმა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომს

75 წლის წინ ლონდონი და ვაშინგტონი არ აპირებდნენ მოსკოვის წინაშე ყირიმში აღებული ვალდებულებების  შესრულებას და რუსეთის ჯარებზე თავდასხმის მომზადებით იყვნენ დაკავებული. დღესაც დასავლეთი აწარმოებს  მეორე მსოფლიო ომის  ისტორიის ტოტალური რედაქტირების  კამპანიას, რომელიც  ჰიტლერულ გერმანიასთან  ერთად,  საბჭოთა კავშირს აკისრებს პასუხისმგებლობას მეორე მსოფლიო ომის წამოწყებაში, რაც მთლიანად უგულებელყოფს წითელი არმიის განმათავისუფლებელ მისიას ევროპაში. ეს ყველაფერი კი  ქმნის  წინაპირობას 75 წლის წინ, იალტის კონფერენციის შედეგად ჩამოყალიბებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟისთვის.

იალტა-1945 და ოპერაცია „წარმოუდგენელი“: როგორ გადაარჩინა სტალინმა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომს

“ის იცინის, ვინც ბოლოს იცინის” – ბოლოს დიახაც რომ სტალინმა გაიცინა!

 

იალტა-1945 გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დასაყენებლად, დასავლელმა ფალსიფიკატორებმა გამოიგონეს მითი იმის შესახებ, თითქოს  ჩერჩილი და რუზველტი ყირიმში გაუმართლებელ დათმობებზე წავიდნენ  სტალინთან, რითაც მან ისარგებლა და აღმოსავლეთ ევროპაზე  კონტროლი დაამყარა. შედეგად, ნაცისტური ოკუპაცია საბჭოთა ოკუპაციამ ჩაანაცვლა. სინამდვილეში, ლივადიურ სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შედეგები დასავლეთისთვის არანაკლებ ხელსაყრელი გახლდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირისთვის.

ამავდროულად, ბრიტანელები და ამერიკელები  საერთო მტრის განადგურების შემდეგ  გუშინდელ მოკავშირეზე თავდასხმას გეგმავდნენ და მხოლოდ საბჭოთა მზვერავების  უზადო პროფესიონალიზმისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის  დიდი თავდადების შედეგად  ახლად დასრულებული მეორე მსოფლიო ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდა!

აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი ყირიმიდან დაბრუნების შემდეგ კმაყოფილებას არ მალავდა: იალტაში, მან სტალინისგან  დაპირება მიიღო იმის შესახებ, რომ ომის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ რუსეთი იაპონიასთან ომში ჩაებმებოდა.

ვაშინგტონში კარგად ესმოდათ, რომ რუსების დახმარების გარეშე შორეულ აღმოსავლთში საბრძოლო მოქმედებები მინიმუმ 1947 წლამდე გასტანდა, რაც  ამერიკას მილიარდობით დოლარი დაუჯდებოდა  და  ათეულათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირებოდა. საბჭოთა ჯარების ელვისებურმა შეტევამ მანჯურიაში 1945 წლის აგვისტოში, რომელმაც კვანტუნის არმიის სრული განადგურება და იაპონიის კაპიტულაცია გამოიწვია, აშშ-ს ყველა კუთხით უზარმაზარი სამსახური და ეკონომია გაუწია.

თუმცა, საბჭოთა კავშირმა ამ დახმარებით სათანადოთ ვერ იხეირა, დასავლეთის მადლიერება არათანაზომადი გამოდგა: მოკავშირეებმა  ჩინეთში რუსეთის გარკვეული ინტერესების არსებობა და მათთვის სამხრეთ სახალინის და კურილის კუძულების დაბრუნება აღიარეს.  ამერიკელებს და ინგლისელებს ეს არაფრად უღირდათ, სამაგიეროდ, საბჭოთა ჯარებმა იაპონელებთან ომში 12 000 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს.

საფრანგეთისთვის ცალკე საოკუპაციო ზონის შექმნა და მათი წარმომადგენლების გერმანიის მმართველობის საკონტროლო საბჭოში ჩართვა, სტალინის მხრიდან  დასავლეთის ლიდერების მიმართ მნიშვნელოვან დათმობას წარმოადგენდა. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის წვლილი მესამე რაიხის განადგურებაში მიზერული იყო. საგულისხმო  იქნება, გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი, როდესაც კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერის დროს ფრანგი გენერლების ხილვისას გერმანელმა ფელდმარშალმა კეიტელმა გაკვირვებულმა წარმოთქვა სიტყვა-სიტყვით შემდეგი:  „ეს როგორ, ჩვენ ამათაც დაგვამარცხეს?!..“

დასავლეთის ლიდერებმა იალტაში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პრეფერენციას გამოკრეს ხელი, კერძოდ, საბჭოთა კავშირმა მისცა პირობა, რომ საბერძნეთისა და იტალიის ომისშემდგომი მოწყობის პროცესში არ ჩაერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში კომუნისტებს საკმაოდ მყარი პოზიციები გააჩნდათ. ამას გარდა,  საბჭოთა კავშირი იუგოსლავიაში და პოლონეთში კოალიციური მთავრობების  ფორმირებას დათანხმდა და პორტ-არტურში  „საბჭოთა ჰონგ-კონგის“ შექმნის პროექტზე  თქვა უარი. ასევე, შეამცირა დამარცხებული გერმანიისგან მისაღები რეპარაციების ოდენობა  და მომავალ გაეროში დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ  ვეტოს წესის შემოღებაზე დათანხმდა.

საგულისხმოა, აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის ედვარდ სტეტინიუსის შეფასება: „იალტაში საბჭოთა კავშირი მეტ დათმობაზე წავიდა შეერთებული შტატებისა და ინგლისის მიმართ, ვიდრე პირიქით“.

სტალინი და რუზველტი კარგად ხვდებოდნენ, რომ ისტორია მათ უნიკალურ შანს აძლევდა, შეექმნათ  ახალი მსოფლიო მოწყობის  საფუძვლები, რაც მომავალში ქვეყნებს დაეხმარებოდა  გლობალური კონფლიქტებისგან თავის დაღწევაში. აშშ-ის და საბჭოთა კავშირის ლიდერებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს: იალტის მოლაპარაკებების შედეგად შექმნილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, ავად თუ კარგად, დღემდე მუშაობს.

თუმცა, შესაძლებელი იყო იალტის კონფერენციის შედეგები განულებულიყო გერმანიის განადგურებისთანავე, იმიტომ, რომ  დიდ ბრიტანეთს ყირიმში მიღწეული ხელშეკრულებები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა. ომის ბოლო ეტაპზე ნისლიანმა ალბიონმა ყოფილი გავლენები დაკარგა და უკვე ვეღარ მოიაზრებოდა მოსკოვისა და ვაშინგტონის კონკურენტად. ეს ყველასათვის ნათელი იყო ჩერჩილის გარდა, რომელიც  რუსეთსა და ამერიკელებს შორის წინააღმდეგობების გამწვავების პროვოცირებით ცდილობდა, ინგლისისთვის სასურველი „სტატუს ქვოს“ დაბრუნებას.  პრეზიდენტ რუზველტის უეცარმა გარდაცვალებამ  ჩერჩილის  გეგმის განხორციელებას  ხელი შეუწყო, მისი  მემკვიდრე ჰარი ტრუმენი,  რუზველტისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირს „თავისუფალი მსოფლიოს“ მთავარ მტრად აღიქვამდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ორმაგი თამაში ჯერ კიდევ რუზველტის სიცოცხლეშივე  დაიწყეს: იალტის კონფერენციის დასრულებიდან  მეორე დღესვე მათ დრეზდენის მასიური დაბომბვები დაიწყეს და საქსონიის დედაქალაქი  მიწის პირიდან აღგავეს. მათი მთავარი მიზანი მდინარე ელბაზე არსებული ხიდების განადგურება იყო, ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებდა საბჭოთა ჯარების წინსვლას, რაც გამოუვიდათ კიდეც: 1-ლი უკრაინული ფრონტის დანაყოფებმა დრეზდენი მხოლოდ 8 მაისს დაიკავეს. ეს არ იყო გამონაკლისი ეპიზოდი, როდესაც მოკავშირეები ფორმალურად საერთო მტერს ურტყამდნენ, სინამდვილეში კი საბჭოთა კავშირის ინტერესებს აზარალებდნენ!

იალტა-1945 და ოპერაცია „წარმოუდგენელი“: როგორ გადაარჩინა სტალინმა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომს

სტალინს ჩერჩილი ვერაფერს გამოაპარებდა.

 

სტალინი ჯერ კიდევ 1941 წლიდან სთავაზობდა მოკავშირეებს პლოეშტის ნავთობტერმინალების განადგურებას რუმინეთში, ისინი ხომ  ნაცისტებს მთელი ომის განმავლობაში ნავთობით ამარაგებდა. ეს მხოლოდ სამი წლის შემდეგ განხორციელდა, ისიც მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯარები პლოეშტში შედიოდნენ. მსგავსი რამ მოხდა სლოვაკიეთშიც, როდესაც ამ ქვეყნის ინდუსტრიული რაიონები დაიბომბა, ხოლო 1945 წლის აპრილში მოკავშირეებმა „შემთხვევით“ დაბომბეს პოტსდამი და ორანიენბურგი, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის ზონას მიეკუთვნებოდნენ, და ამ ქალაქებში გერმანელები ურანზე ატარებდნენ ცდებს.

ომის ბოლოს, ბრიტანულმა და ამერიკულმა ავიაციამ, „შემთხვევით“ არაერთხელ მიიტანა იერიში საბჭოთა ჯარების კოლონებზე თუ თვითმფრინავებზე. ინციდენტებს ხსნიდნენ,  როგორც „შემსრულებლების ექსცესებს“, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ეს გამიზნული პროვოკაციები გახლდათ.

1945 წლის აპრილის ჩათვლით ამერიკელები და ბრიტანელები ჰიმლერის ემისრებთან შვეიცარიაში სეპარატულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომლებიც წარმატებით მხოლოდ იმის გამო ვერ დასრულდა, რომ ამის შესახებ საბჭოთა დაზვერვამ დროულად შეიტყო. მიუხედავად ამისა, დასავლელი მოკავშირეები ომის ბოლო დღეებამდე  ცდილობდნენ რუსების პროვოცირებას.

7 მაისს, რეიმსში,  ჩერჩილი, ჰიტლერის მემკვიდრე გროს-ადმირალ დიონიცთან მორიგებით,  ნაცისტების ცალმხრივი კაპიტულაციის გაფორმებას შეეცადა, საბჭოთა კავშირის გვერდის ავლით. ტრუმენიც თანახმა გალდათ,  ხელი მხოლოდ გენერალ ეიზენჰაუერმა შეუშალათ, რომელმაც რუსების გარეშე კაპიტულაციის აქტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

იალტის კონფერენციის შემდგომ ლონდონის ყველა ქმედება  ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებს შორის სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედების პროვოცირებისკენ იყო მიმართული, მიზანი კი  ომის შედეგების გადახედვა იყო, რომლებსაც ჩერჩილი ინგლისისთვის არასაკმარისად მომგებიანად მიიჩნევდა.

ინგლისმა მხოლოდ 2000-იან წლებში აღიარა, რომ  მოკავშირეების საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა არსებობდა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო  ჰიტლერელებზე გამარჯვებისთანავე.

ოპერაცია   «Немыслимое» (Unthinkable) 1945 წელს ჩერჩილის პირადი მითითებით ბრიტანელი შტაბისტების მიერ იყო შემუშავებული:

1 ივლისს დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საჯარისო ფორმირებები მოულოდნელობის ფაქტორის და სტრატეგიულ ავიაციაში აშკარა უპირატესობის გათვალისწინებით,  შეუტევდნენ და გაანადგურებდნენ საბჭოთა ჯარების დაჯგუფებას  აღმოსავლეთ გერმანიაში. ოპერაციაში რამდენიმე გერმანული დივიზიის ამოქმედებაც იყო დაგეგმილი. ზურგში რუსებს პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. კრაიოვას არმიის  დაჯგუფება დაარტყამდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა  მხოლოდ ულტიმატუმზე მოსკოვის ხელმოწერის  შემდეგ იგეგმებოდა, რომლითაც მოსკოვი იალტის მოლაპარაკებების დეზავუირებას დათანხმდებოდა.

ჩერჩილი  გადადგომის შემდეგ თავს იმართლებდა იმით,  თითქოს რუსები ბერლინის აღების შემდეგ  შეტევის გაგრძელებას  ლა-მანშამდე აპირებდნენ. ბუნებრივია, რომ მსგავსი გეგმები მოსკოვს არ გააჩნდა.

ჩერჩილმა იცოდა, რომ ჰიტლერელებთან ბრძოლებში გათანგული საბჭოთა არმია ვერ შეძლებდა საბრძოლო მოქმედებების უცებ გაგრძელებას. მით მეტად უჩნდებოდა ცდუნება, ზურგში დაერტყა გუშინდელი მოკავშირისთვის. ინგლისის პოლიტიკურ პრაქტიკაში მსგავსი ქმედებები ყოველთვის ნორმად მიიჩნეოდა: „ბრიტანეთს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები თუ მტრები, მუდმივი მხოლოდ ბრიტანული ინტერესებია“.

სტალინისთვის საბჭოთა დაზვერვის წყალობით დროულად გახდა ცნობილი „ძვირფასი სერ უინსტონის“ მზაკვრული გეგმების შესახებ. შესაძლოა, უმაღლესმა მთავარსარდალმა სწორედ ამიტომ გასცა ბერლინის ოპერაციის სწორედ იმ ფორმატში ჩატარების ბრძანება, რა ფორმატშიც ის  განხორციელდა სინამდვილეში- გერმანული ეშელონირებული დაცვის მთელ სიღრმეზე გარღვევით, შემდგომი გადამწყვეტი შტურმით, თუმცა ზოგიერთი მარშალი შეტევის მეტად „ეკონომიურ“ ვარიანტსაც სთავაზობდა.

„ბერლინის აღება ორ კვირაში“- ამ თითქოსდა განუხორციელებელი ამოცანის ასე ბრწყინვალედ გადაჭრამ,  მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობა თითქოს გამოაფხიზლა, ამერიკელმა გენერლებმა ფაქტობრივად აიძულეს ტრუმენი, უარი ეთქვა რუსებთან დაპირისპირებაზე. მათი ბრიტანელი კოლეგებიც ამ გეგმის მიმართ ოპტიმიზმს არ გამოხატავდნენ.

ივნისის არჩევნებში  კონსერვატორებმა წააგეს ლეიბორისტებთან და ჩერჩილმა პრემიერ-მინისტრის სავარძელი კლემენტ ეტლის დაუთმო, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ შედარებით ლოიალურად იყო განწყობილი.

მოულოდნელად, 29 ივნისს, ჟუკოვის ბრძანებით, გერმანიაში განთავსებულმა  წითელი არმიის ნაწილებმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალეს. არანაირი მტრული ქმედებები ამერიკელების თუ ინგლისელების წინააღმდეგ არ განხორციელებულა, ეს იყო მინიშნება, რომ  რუსებისთვის ცნობილია  ყოფილი მოკავშირეების გეგმების შესახებ.   დასავლელმა სამხედროებმა ყველაფერი სწორად გაიგეს.

ასე და ამრიგად, ოპერაცია  „Немыслимое“  რეალობად არ იქცა, ხოლო მეორე  მსოფლიო ომი  მესამეში არ გადაიზარდა.

 

ლეონიდ მარინსკი