ვლ. პუტინი ქართველ ვეტერანებს გამარჯვების დღეს ულოცავს და დახმარებას უგზავნის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს, ისევე, როგორც ქართველ ხალხს, დამდეგი გამარჯვების დღეს ულოცავს:

ვლ. პუტინი ქართველ ვეტერანებს გამარჯვების დღეს ულოცავს და დახმარებას უგზავნის

“ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო! გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს.

როდესაც აღვნიშნავთ ამ წმიდა თარიღს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვისმა სიმამაცემ და გამბედაობამ ფრონტზე, გამძლეობამ და თავდაუზოგავმა შრომამ ზურგში, შესაძლებელი გახადა ნაცისტი დამპყრობლების დამარცხება, მსოფლიოსა და მომავალი თაობების თავისუფლების გადარჩენა. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ მათი კეთილშობილი ხსოვნა, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შედეგების და ჩვენი საერთო ისტორიის გადახედვა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მამების და პაპების მიერ ნაანდერძევი მეგობრობის კეთილ ტრადიციებზე დაყრდნობით, ჩვენ შევძლებთ რუსულ-ქართული ურთიერთობების კონსტრუქციული განვითარების უზრუნველყოფას.

გულითადად ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის მონაწილეებსა და ზურგის მუშაკებს მტკიცე ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დიდხანს სიცოცხლეს, მთელ ქართველ ერს კი – მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას” – ნათქვამია ვლადიმირ პუტინის მოლოცვაში, რომელიც 5 მაისითაა დათარიღებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ მიმდინარე 2020 წელსაც გამოყო ფულადი სახსრები ქართველი ვეტერანებისთვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად. ვეტერანებს, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, საპენსიო ანგარიშებზე 200-200 ლარი დაერიცხებათ.